“მკვლელი-სარკე”

როგორც ამბობენ,სარკე – უტყვი მოწმეა ყოველივე იმისი,რაც ჩვენს სახლებში ხდება.სპეციალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს,რომ სარკე ფენომენალური მეხსიერების  უნარს ფლობს და მას დიდი ხნის მანძილზე ძალუძს ინფორმაციების დაგროვება.რაღაც მომენტში კი მას შეუძლია მიღებული უარყოფითი ინფორმაციებისაგან დაიცალოს და მფლობელის ოჯახს სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციოს. (ავტორი გენია.ჯი)

სარკეს ადამიანები იმთავითვე აკავშირებდნენ სხვადასხვა მისტიკურ ისტორიებთან.ბევრი იმასაც კი ირწმუნებოდა და ირწმუნება დღემდე,რომ ბუნებაში არსებობს – “მკვლელი-სარკეები”.თუკი ქვემოთ მოყვანილ პოსტს გავეცნობით,რომელიც რეალურ ისტორიას ასახავს,შესაძლოა მრავალი ადამიანი მართლაც დარწმუნდეს სარკის მისტიკურ თვისებებში.

XVIII საუკუნეში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ცხოვრობდა ძვირადღირებული სარკეების დამზადების დიდებული ოსტატი – ლუი არპო.უნდა აღინიშნოს,რომ ლუი ოკულტიზმის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და ხშირად ესწრებოდა სპირიტულ სეანსებს. 1743 წელს არპომ წითელი ხისაგან (ჩარჩო) დაამზადა ბრწყინვალე ვიზუალური იერის მქონე სარკე,რომელიც უმალვე იქნა გაყიდული.თუ რა ისტორიები გადახდა ლუის მიერ დამზადებული სარკის მფლობელებს გაყიდვიდან 26 წლის განმავლობაში,ცნობილი არაფერია. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა შემდგომ წლებში იგი მრავალი ოჯახის საკუთრებაში იმყოფებოდა და როგორც ირწმუნებიან – 38 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც,როდესაც მასში ჩახედვისას ადამიანებს ინსულტი,ინფარქტი და საშინელი სტრესი დამართიათ,ან სრულიად გაუჩინარებულან კიდეც.

1769 წელს ცნობილმა ფინანსისტმა კირაკოსმა გადაწყვიტა ლუი არპოს მიერ დამზადებული ძვირადღირებული სარკე შეეძინა და საყვარელი დისათვის ეჩუქებინა.კირაკოსმა სარკე შეიძინა და კარეტით დის სახლისაკენ დაიძრა,თუმცა მან დამდე ვერ მიაღწია.რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ უღრან ტყეში აღმოჩენილი იქნა კირაკოსის კარეტა.კარეტაში ბანკირის ყველა ნივთი,მათ შორის სარკეც ხელუხლებელი იპოვეს.მეეტლესა და ფინანსისტს კი ვერსად მიაკვლიეს.არ ჩანდა არც ძალადობის არანაირი კვალი.

მოგვიანებით აღნიშნული სარკე საცუქრად გადასცეს ახალგაზრდა ქალს – ლაურა ნოელს.სარკის ჩუქებიდან რამდენიმე დღეში სრულიად საღ-სალამათი გოგონა ინსულტით აღესრულა.

1935 წელს მარკიზ დე ფორნაროლმა საკმაოდ იაფად შეიძინა და პარიზის სიახლოვეს განთავსებული ვილა,რომლის ერთ-ერთ კედელზეც ლუის მიერ 1743 წელს დამზადებული სარკე ეკიდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნულმა სახლმა მრავალი მფლობელი გამოიცვალა,რადგან მისი შეძენიდან უმოკლეს ვადებში გაურკვეველ ვითარებებში იღუპებოდნენ.ფორნაროლს მისტიციზმის არ სჯეროდა და შესაძენი სახლის ისტორიითაც დიდად არ დაინტერესებულა.სახლის ყიდვიდან ათი წლის განმავლობაში მის მიერ შეძენილ ვილაში უცნაური არაფერი მომხდარა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,კერძოდ – 1943 წლის სექტემბრის თვეში ფორნაროლის ვილაზე გერმანელმა ფაშისტმა ოკუპანტებმა საზეიმო წვეულება გამართეს.ყველაფერი კარგად მიდიოდა.სტუმრები სვამდნენ და მხიარულობდნენ.როდესაც სტუმრები ვილის წინ განთავსებულ ბაღში გავიდნენ,ფორნანოლის მეუღლემ უთხრა,რომ ერთი წუთით საძინებელში შევიდოდა.დრო გადიოდა,მისი მეუღლე კი საძინებლიდან არ გამოდიოდა.ქმარს მოსამსახურეებმა უთხრეს,რომ ქალი საძინებელში შევიდა და მას შემდგომ იგი აღარ გამოსულა.მარკიზი საძინებელში შევიდა,თუმცა იქ არავინ იმყოფებოდა.ლუის მიერ დამზადებული სარკის წინ კი თავსახურახდილი პონმადა იდო.ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ,რომ მაგიდაზე ფრჩხილების ნაკაწრის კვალი ჩანდა,რომელიც სწორედ სარკესთან სრულდებოდა.ქალს ვერსად მიაკვლიეს.სარკის მისტიკურ თვისებებზე ფორნაროლს ფრანც შუბაკმა უამბო,რის შემდეგაც,იმისათვის რომ საშინელი ისტორიებით ამ სახელგანთქმულ სარკეს სხვა ადამიანებისთვისაც არ მიეყენებინა ზიანი,პარიზის პოლიციამ,როგორც ნივთმტკიცება,საკუთარ საწყობში გადაიტანა.გარდა ამისა,სარკე რომ კვლავაც არ ეყიდა ვინმეს.მასზე დაიტანეს წარწერა – “ლუი არპო. 1743 წელი”. (ავტორი გენია.ჯი)

გადიოდა წლები… ხალხმა დროთა განმავლობაში მისი არსებობაც დაივიწყა. 2006 წელს ერთ-ერთმა ცნობილმა ფრანგმა კრიმინალისტმა გადაწყვიტა იგი კარგად შეესწავლა,მაგრამ მისდა გასაოცრად,სარკე პოლიციის საწყობიდან გაქრა (დაიკარგა)… თუ სად,ან ვის მფლობელობაში იმყოფება ლუი არპოს მიერ 1743 წელს დამზადებული “მკვლელი-სარკე” – ამ დრომდე საიდუმლოებით არის მოცული. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>