ალფრედ ვიქტორ დე ვინი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც გამოჩენილმა ფრანგმა მწერალმა,გრაფმა – ალფრედ ვიქტორ დე ვინიმ (1797-1863 წლები) გამოაქვეყნა 1833 წელს დაწერილი დრამა,სახელწოდებით – “ჩატერტონი”,რომელიც მიძღვნილი გახლდათ ინგლისელ პოეტზე ჩატერტონზე (მან ავადმყოფობის გამო სუიციდით დაასრულა სიცოცხლე),ნაწარმოების ავტორი დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცა არა მხოლოდ ჩვეულებრივი მკითხველის მხრიდან,არამედ ფრანგი პარლამენტარების მხრიდანაც. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ დე ვინის ნაწარმოების განხილვა საფრანგეთის პარლამენტშიც განხორციელდა და მას ბრალი დასდეს ახალგაზდების მიერ განხორციელებული სუიციდური აქტების ჩადენის წახალისებასა და თვითმკვლელობის პროპაგანდაში.რიგმა ფრანგმა პარლამენტარებმა ალფრედის ნაწარმოები გენიალური გერმანელი მწერლის – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს უკვდავი რომანის – “ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი”-ს მსგავს ლიტერატურულ ქმნილებად მიიჩნიეს და მისი გამოცემის აკრძალვაც მოითხოვეს.თავად დე ვინი კი აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა: “თვითმკვლელობა – რელიგიური და სოციალური დანაშაულიაო”, და თავის მიერ დაწერილ რომანს ფრანგი ახალგაზრდების სუიციდით სიცოცხლის დასრულებასთან არანაირად არ აკავშირებდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>