ლეგენდა “მოღალატე ცოლების კუნძულზე”

თურქეთის რესპუბლიკაში,კერძოდ,ტურისტებისათვის ერთ-ერთი უსაყვარლესი კურორტის ანტალიის სიახლოვეს მდებარეობს ლეგენდებით დახუნძლული პატარა კუნძული,რომელსაც სამი სახელწოდება გააჩნია – “თაგვების კუნძული”,”კუს კუნძული” და “მოღალატე ცოლების კუნძული”. (ავტორი გენია.ჯი) აღნმიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას იმ ერთადერთ ლეგენდაზე გავამახვილებ,რის გამოც ეწოდა მას – “მოღალატე ცოლების კუნძული”.

ადრეულ ეპოქებში აღნიშნულ კუნძულზე თურქი მამაკაცები ასახლებდნენ იმ გათხოვილ ქალებს,რომლებიც ქმრების ღალატში იყვნენ დადანაშაულებულები,ან ეჭვმიტანილები.მამაკაცებმა კარგად იცოდნენ,რომ ღალატში დადანაშაულებულ მანდილოსნებს კუნძულის დატოვება და უკან დაბრუნების ძალები არ გააჩნდათ.იმ შემთხვევაში კი,თუ ღალატში ეჭვმიტანილი ქალი თავისი სინდისისა და მეუღლის წინაშე მართალი გახლდათ,ვარაუდობდნენ რომ იგი კუნძულიდან კონტინენტის სანაპირომდე მისვლას შეძლებდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ “მოღალატე ცოლების კუნძულზე” ბევრი ისეთი მანდილოსანი მოხვდა თავიანთ ქმრების უშუალო მონაწილეობით,რომელთა სინდისი სუფთა იყო.შესაბამისად,არის მოსაზრება,რომ ის თურქი მამაკაცები,რომელთაც მოსწყინდათ ერთფეროვანი ცხოვრება და სხვა ქალზე დაქორწინება გადაწყვიტეს (იმ პერიოდში კანონი მათ მრავალცოლიანობას უკრძალავდა),თავიანთ პატიოსან ცოლებს ზემოაღნიშნულ კუნძულზე გადასახლებით იცილებდნენ თავიდან.საყურადღებოა ისიც,რომ როდესაც ქმარი ცოლს კუნძულზე აძევებდა,მას თან ატანდა არა მხოლოდ იმ ძვირფასეულობას,რომელიც მისი ექს-მეუღლის საკუთრება გახლდათ,არამედ მთელი მისი ოჯახის ძვირფასეულობასაც. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც,რომ ამას ისინი თავიანთი კეთილი გრძნობებით არ იდენდნენ.მიზანი გახლდათ ის,რომ უამრავი ძვირფასეულობით შემკობილი ქალი და ისიც მაშინ,როდესაც იმ დროისათვის თურქი მანდილოსნების უმრავლესობამ ცურვა არ იცოდა,ვერას გზით ვერ შეძლებდა კონტინენტის სანაპიროებისაკენ გამოცურვას.აქვე გასათვალისწინებელია,რომ ძვირფასეულობის რაოდენობისაგან დამძიმებული ქალი აუცილებლად დაიხრჩობოდა წყალში.მიუხედავად ურთულესი მისიისა,რამდენიმე ქალბატონმა მაინც მოახერხა უკან დაბრუნება,რითაც თავისი პატიოსანი სახელის დაცვა შეძლო.

სწორედ აღნიშნული ლეგენდის გამო ეწოდა ანტალიის სიახლოვეს მდებარე მეტად ლამაზ კუნძულს ერთ-ერთ სახელად – “მოღალატე ცოლების კუნძული”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>