ალფონს დოდეს ნააზრევი…

“დაიხსომეთ,რომ წიგნები ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან.მათ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრების ურთულეს წუთებში მიმართოთ.არც ის დაივიწყოთ,რომ – ისინი არასოდეს იცვლებიან”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“რატომ არის,რომ ყველა სულელი,მძიმედ მოაზროვნე,არამზადა,გამომძალველი,ყველა უნიჭო წინა პლანზე დგება და გზას იკაფავს თანამდებობისაკენ”.

* * *

“ჩვენ ოდნავადაც არ გამოვსწორებულვართ; თუ ტყუილში აღარა ვმარჯვობთ,სიმართლეს ვუკვეცავთ ფრთებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ჩვენში ამბობენ: სიყვარულით შეუღლებას თან სდევს ღამე მოსალხენი და დღეები მოსაწყენიო”.

* * *

“ჯალათები ისეთივე მხდალები არიან,როგორც სიკვდილის მოლოდინში მყოფი მათი მსხვერპლნი”.

* * *

“დიდი მსახიობები არც ავადმყოფობის შედეგად კვდებიან და არც სიბერის შედეგად.ისინი არსებობას წყვეტენ მხოლოდ მაშინ,როდესაც აპლოდისმენტებს უწყვეტენ”.

* * *

“გლეხს სახე – მიწის ფერი აქვს”.

კომენტარის დატოვება