ლუი XIV დე ბურბონი – “ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია,რომ – “მეფე-მზედ” წოდებული საფრანგეთის მეფის – ლუი XIV დე ბურბონის (1638-1715 წლები) ჯანმრთელობის მდგომარეობას,ისევე როგორც სხვა მონარქების ჯანმრთელობის მდგომარეობას,სამეფო კარის მედიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ “მეფე-მზის” ჯანმრთელობის მიმართ მისი პირადი ექიმების მიერ გამოჩენილი ყურადღება მაინც განსაკუთრებულად უჩვეულო გახლდათ.კერძოდ,ყოველ ჯერზე,როდესაც კი ლუი ღამის ქოთანზე მოისაქმებდა,მონარქის პირადი ექიმები ვალდებულები იყვნენ მეფის ანალიზის აღების მიზნით,მის ექსკრემენტსა და შარდს საგულდაგულოთ დაკვირვებოდნენ.ყოველი ასეთი დაკვირვების შედეგებს კი ისინი სპეციალურად ნაწარმოებ ჟურნალში აღნუსხავდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)