ელიზაბეთ როუზმონდ ტეილორი – “ეპიზოდი”
“ჰოლივუდის დედოფლად” წოდებული ინგლისური წარმომავლობის მქონე ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ქალის – ელიზაბეთ როუზმონდ ტეილორის (1932-2011 წლები) ერთ-ერთ ჰობსა და შეიძლება ითქვას,სისუსტეს,ძვირფასი ქვებისაგან დამზადებული ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობები წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,ელიზაბეთს ასეთი სახის ნივთებით ძირითადად,საკუთარი მეუღლეები (იგი სულ რვაჯერ იყო დაქორწინებული) ანებივრებდნენ.მაგალითად,ტეილორის რიგით მეხუთე მეუღლემ – რიჩარდ ბიორტონმა,ელიზაბეთს ერთობ სახელგანთქმული მარგალიტების მძივი,სახელწოდებით – “პერეგრინა”,ანუ “პილიგრიმი” უსახსოვრა (მან აღნიშნული ნივთი “სოთბის” აუქციონზე 1969 წელს შეიძინა – 37 ათას დოლარად).საყურადღებოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ნივთით თავის დროზე თავს იწონებდნენ ისეთი ცნობილი ისტორიული პიროვნებები,როგორებიც გახლდნენ – მარია ტიუდორი (ინგლისის მეფის ჰენრი VII-ეს უმცროსი ქალიშვილი) და ესპანეთის დედოფლები – მარგარიტა ავსტრიელი და ისაბელ II. ცნობილია ისიც,რომ მსოფლიო პოპ-მუსიკის ლეგენდამ – მაიკლ ჯექსონმა ელისაბედს ძალიან ძვირადღირებული ბეჭედი აჩუქა.მოგვიანებით,საიუველირო ნაკეთობების მოყვარული იელიზაბეთ ტეილორის კოლექცია აუქციონზე 116 მილიონ ამერიკულ დოლარად იქნა გაყიდული. (ავტორი გენია.ჯი)
ელიზაბეთ ტეილორის მფლობელობაში მყოფი – “პერეგრინა”
მარია ტიუდორი “პერეგრინითურთ”
მარგარიტა ავსტრიელი “პერეგრინითურთ”