“აფორისტიკა”
“აფორისტიკა” - წარმოადგენს ლიტერატურული სფეროს ნაწილს და იგი მოიცავს ისეთი მცირე ზომის გადმოცემას,რომელიც შედგება ერთი ფრაზისაგან ან ერთი-ორი წინადადებისაგან.მიუხედავად მცირე ფორმებისა,მასში მკვეთრადა დახვეწილი და ლაკონური ფორმით არის გადმოცემული ესა თუ ის აზრი,მათ შორის ბრძნული აზრებიც. (ავტორი გენია.ჯი) მათ ჩვენ დღესდღეობით ვუწოდებთ – აფორიზმებს,სენტენციებსა და გამონათქვამებს.თავად ტერმინი “აფორიზმი”,თავდაპირველად გამოყენებულ იქნა გენიალური ძველბერძენი ექიმის და “მედიცინის მამად” წოდებულის – ჰიპოკრატეს მიერ ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში,თუმცა დრევანდელი მნიშვნელობით იგი მოგვიანებით იქნა დამკვიდრებული და დღესდღეობით ყველა ევროპულ ენაში ერთი და იგივე დანიშნულების მატარებელია.”აფორისტიკა”,სათავეს უძველესი ეპოქებიდან იღებს და ის მანამდე არსებობდა,ვიდრე ჰიპოკრატე პირველად გამოიყენებდა აღნიშნულ ტერმინს.იგი ფართოდ გავრცელებული გახლდათ აღმოსავლურ ლიტერატურაში და ამ მეთოდით (მოკლე ფორმებით) გადმოცემდნენ უძველესი ავტორები თავიანთ აზრებსა და შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხების ირგვლივ. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი ფორმულირება საკუთარი აზრებისა,ფაქტიურად ყველა ეთნოსის კულტურაშია გავრცელებული და ისინი ფართოდ გავრცელებული არიან სხვადასხვა ხალხების ფოლკლორშიც.