ცხოველების ძილის შესახებ…
მაღალგანვითარებული ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა,რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინაციული მოქმედება და რომელსაც – ძილს ვუწოდებთ,ისეთივე აუცილებელი და სასიამოვნო ბუნებრივი თვისებაა ნებისმიერი ცოცხალი არსებისათვის,როგორც ადამიანისათვის. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ერთობ საინტერესო თემაზე,რომელიც რიგი ცხოველების ძილს შეეხება.სპეციალისტების მტკიცებით,ყველაზე ხანგრძლივი ძილით მტაცებლები გამოირჩევიან,ხოლო ყველაზე ნაკლებ დროს ძილს ბალახისმჭამელი ცხოველები უთმობენ.როგორც ცნობილია,კატები ღამის ცხოველები არიან და ამიტომ ძირითადად დღით ამჯობინებენ გამოძინებას.მათი ნორმალური არსებობისათვის საჭიროა დღისა და ღამის განმავლობაში 14 საათი იძინონ.ამ მხრივ,ჩვენს “ოთხფეხა მეგობრებს” – ძაღლებს გამოსაძინებლად 10 საათი ესაჭიროებათ.ძილის მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევიან დათვები.საინტერესოა ის გარემოება,რომ ჟირაფებს უძილოდ ყოფნა რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალუძთ, და მიუხედავად ამისა,გამოსაძინებლად სულ რამდენიმე საათიც კი ჰყოფნით. (ავტორი გენია.ჯი) ღრმა ძილს ჟირაფებს მტაცებელ ცხოველების გარემოცვაში არსებობა არ აძლევს.ველურ პირობებში ბევრი მტრით “დაკვეხნა” საშუალებას არ აძლევს ბაბუინებს ხანგრძლივი ძილით დატკბნენ.ისინი საფრთხის თავიდან ასაცილებლად მაღალი ხეების კენწეროებზე იძინებენ და ისიც დამჯდარნი.მათ,ისევე როგორც კურდღლებს,გამოსაძინებლად 10 საათი ჰყოფნით და ამ ათი საათის განმავლობაში,უსაფრთხოებიდან გამომდინარე,რამდენიმეჯერ გადადიან სხვა ხეების კენწეროებზე.ძილის მხრივ აბსოლუტურ რეკორდს ხსნის უდაბნოს ლოკოკინა,რომელსაც შეუძლია სრული სამი წელიწადი გამოუღვიძებლად იძინოს! იმისათვის რომ სპილომ გამოიძინოს,საკმარისია სამი საათი.ზარმაცასებებრს 9 საათი სძინავთ.ხოლო ძროხებს და ცხენებს – 3-4 საათის განმავლობაში.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მეცნიერებმა დღემდე ვერ დაადგინეს თუ რამდენ საათს იძინებენ ჭიანჭველები.მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს რომ ჭიანჭველები საერთოდ არ იძინებენ,მეორე ნაწილი კი “ჭიანჭველების ძილად” იმ მომენტს მიიჩნევენ,როდესაც რამდენიმე ხნის მანძილზე ისინი ერთ ადგილას იყინებიან.ბუნებაში არსებობებ ფრინველთა სახეობები,რომლებიც დღისით იძინებენ.მაგალითად – ღამურა და ბუ.გარდა ამისა დღისით იძინებს რამდენიმე სახეობის ქვეწარმავალი,ტურა,ჰიპოპოტამი და მაჩვზღარბა. (ავტორი გენია.ჯი) არსებობს ისეთი ცხოველების პოპულაციებიც,რომლებიც ჯგუფურად იძინებენ.ასეთებია სპილოები და მელიები.ძილი ესაჭიროებათ თევზებსაც.მათგან გამორჩეულია დელფინები.მათი ძილის დროს ტვინის ერთ ნაწილს ძინავს,ხოლო მეორე ნაწილი ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.ამიტომ დელფინების ძილს “არასრულყოფილ” ძილს უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი)