ჩარლზ II სტიუარტი – “ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში მრავლად მოიპოვება ფაქტები იმისა,თუ რა დიდი სიამოვნებით მიირთმევდნენ თავიანთი მტრების თავის ქალებისაგან დამზადებული სასმისებიდან სხვადასხვა სახის სასმელებს ესა თუ ის ისტორიული პერსონები. (ავტორი გენია.ჯი) ამ მხრივ “გამონაკლისი” არ ყოფილა არც ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე – ჩარლზ II სტიუარტი (1630-1685 წლები).რიგი ისტორიული წყაროების ცნობის თანახმად,ირლანდიელთა მოძულე ჩარლზს ყოველ დილით,უზმოზე,ძალიან ჰყვარებია ირლანდიელების თავის ქალებისაგან დამზადებული სასმისებით სხვადასხვა სახის ნაყენების მიღება.ამის გამო, XVII საუკუნის მეორე ნახევარში სპეციალურად ჩამოჰქონდათ მეფისათვის ირლანდიიდან თავის ქალები.არსებობს გადმოცემები იმის შესახებაც,რომ ჩარლზის ამაზრზენი გატაცების გამო,მის ქვეშევრდომებს ირლანდიიდან არა მხოლოდ ირლანდიელთა თავის ქალები ჩაჰქონდათ,არამედ ცოცხალი ირლანდიელებიც კი ჩამოჰყავდათ,რათა ისინი ინგლისში დაეხოცათ და მეფისათვის რაც შეიძლება ხშირად “ახალი” თავის ქალის სასმისი მიერთმიათ. (ავტორი გენია.ჯი)