ინოკენტი VIII – “ეპიზოდი”
აღორძინების ეპოქის იტალიელი ისტორიკოსის – სტეფანო ინფესურას ცნობის თანახმად,რაოდენ ამაზრზენი და აღმაშფოთებელიც არ უნდა იყოს,სიკვდილის სარეცელზე მყოფ რომის რიგით 213-ე პაპს – ინოკენტი VIII-ეს (1432-1492 წლები),პირადი ექიმი ,იმისათვის რომ მასში სიცოცხლის ძალა გაეღვიძებინა და მისი სიცოცხლე ეხსნა,საშინელი დანაშაული ჩაიდინა: მისი ინიციატივით შერჩეული და მოკლული იქნა სამი ბავშვი,რომელთა სისხლს მომაკვდავ პაპს ასმევდა. (ავტორი გენია.ჯი) იგივე ისტორიკოსი ირწმუნებოდა,რომ რომის პაპმა კარგად იცოდა სამივე ბავშვის დაგეგმილი მკვლელობის ამბავი,რომლებიც სწორედ მისი გამოჯანმრთელების გამოისობით უნდა მოეკლათ,თუმცა მან საკუთარი სიცოცხლე არჩია უმანკო ბავშვების სიცოცხლეს.როდესაც ინოკენტის მოზარდების სისხლის სმამ ვერ უშველა,ექიმმა მას უკვე სისხლის გადასხმები დაუწყო,თუმცა უშედეგოდ.ინოკენტი VIII – 1492 წლის 25 ივლისს საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა.რიგი ისტორიკოსებისა ირწმუნება,რომ რომის პაპზე გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუე და ლეგენდაა და ამის მტკიცებულებად მოჰყავთ ის ფაქტი,რომ სტეფანო ინფესურა ინოკენტისადმი მტრულად განწყობილი პიროვნება გახლდათო. (ავტორი გენია.ჯი)