ცერბერა (თვითმკვლელთა ხე)

ცერბერა – წარმოადგენს ქენდირისებრთა ოჯახის მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარს,რომელთა გავრცელების უმთავრესი არეალებია აზიის,ავსტრალიის,მადაგასკარისა და სეიშელის კუნძულების ტროპიკული არეალები. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ მცენარეთა გვარს თავისი ძლიერმოქმედი შხამიანიობის გამოისობით ძველბერძნული მითოლოგიის მიხედვით,მიწისქვეშა (ჰადესის) სამყაროს კარების ამაზრზენი შესახედაობის მცველის,სამთავიანი ძაღლის – ცერბერის სახელი უწოდეს.მიუხედავად იმისა,რომ ცერბერა ერთობ საამური სანახავია,მისი აბსოლუტურად ყველა ნაწილი (ნაყოფი,ფოთლები და ასე შემდეგ) ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი და საშიში შხამის – “ცერბერინს” შეიცავს.იმ შემთხვევაში,თუკი “ცერბერინი” რომელიმე ცოცხალ ორგანიზმი მოხვდა,იგი უმალვე იწყებს მოწამვლას,გულის მუშაობის დარღვევას და საბოლოო ჯამში (სულ რაღაც სამ საათში) გულის გაჩერებასაც კი.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,ცერბერას მერქნის საშენ მასალადაც გამოყენება დაუშვებელია.ამ ძლიერმოქმედი შხამისაგან გაჯერებულ მცენარეს “თვითმკვლელთა ხე” იმიტომ უწოდეს,რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა წინასწარგანზრახვით დაასრულა სიცოცხლე აღნიშნული მცენარის ნაყოფის მიღების შედეგად.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ კუნძულ მადაგასკარზე მაცხოვრებელ ხალხებში ცერბერა გამოიყენებოდა ამა თუ იმ ბრალდებულის უდანაშაულობის განმსაზღვრელად.ბრალდებულებს აჭმევდნენ ცერბერას ფოთლებს და იმ შემთხვევაში თუკი იგი მოკვდებოდა,მიიჩნევდნენ,რომ ღმერთმა დამნაშავედ სცნო და დასაჯა.ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,მარტო 1991 წელს ცერბერას მსხვერპლთა რაოდენობამ – 6 000 ადამიანს მიაღწია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>