რიკარდო მადურო – “ეპიზოდი”
რიკარდო როდოლფო მადურო ჰოესტი – წარმოადგენდა ცენტრალური ამერიკაში განთავსებული ქვეყნის – ჰონდურასის რესპუბლიკის პრეზიდენტს 2002-2006 წლებში. (ავტორი გენია.ჯი) მადუროს სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა,რომელიც გატაცებული და მოკლული იქნა 1997 წლის 23 აპრილს,რამაც ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რიკარდოს სწორედ ვაჟის გატაცებამ და სადისტურმა მკვლელობამ უბიძგა ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატად ეყარა კენჭი.მიუხედავად იმისა,რომ ჰონდურასის კონსტიტუცია კრძალავდა საპრეზიდენტო მარათონში ჩართულიყო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებული პიროვნება (მადურო პანამაში დაიბადა),მისი პოპულარობა იმდენად მაღალი გახლდათ მოსახლეობაში,რომ განხორციელდა კონსტიტუციის გვერდით ავლა,რამაც იგი ქვეყნის პრეზიდენტად აქცია კიდეც.როგორც კი რიკარდო პრეზიდენტი გახდა,ჰონდურასში უმალვე იქნა დაწყებული მასშტაბული სპეცოპერაცია,რომლის შედეგადაც აბსოლუტურ კონტროლზე იქნა აყვანილი ქვეყნის ოთხი ყველაზე დიდი კრიმინალური ქალაქი.მათ შორის დედაქალაქი – ტეგუსიგალპა.ინაუგურაციის შემდგომ,მადურო საპრეზიდენტო სასახლეში საკუთარი ავტომობილით მივიდა და თან მხოლოდ და მხოლოდ ორი პირადი მცველი ახლდა,რამაც საზოგადოების დიდი გაკვირვება გამოიწვია.მანვე მოუწოდა უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეებს მისი მაგალითისათვის მიებაძათ: თავი შეეკავებინათ სამსახურეობრივი მანქანებით გადაადგილებისაგან და საკუთარი ავტომობილებით ესარგებლათ. 30 წლიანი შუალედის შემდგომ,მადურომ კუბასთან აღდაგინა გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა.მიუხედავად დიდი პოპულარობისა,მადურომ 2005 წელს გამართულ საპრეზიდენტო მარათონში მანუელ სელაიასთან მარცხი განიცადა და პრეზიდენტის პოსტიც დატოვა. (ავტორი გენია.ჯი)