ლევან სანიკიძე იოსებ სტალინის შესახებ წერდა…

“პოლიტიკოსი არც მეცნიერია,არც მწერალი,არც სხვა რამ ხელოვანი და მისი გამსოფლიოება ათასეულობით და მილიონობით ადამიანთა სიცოცხლის შეწირვას მოითხოვს, და ისტორიაც ნეტარებით ნერწყვმორეული აღწერს ყოველი ცალკეული კოსმოფაგის აღზევებისათვის გაჩაღებული კაცთაკვლის სერიებს. (ავტორი გენია.ჯი) იაკობ ჯუღაშვილიც კოსმოფაგი და კოსმოკრატორი შეიქნება,მასშტაბური რიგით მეშვიდე – კიროსის,ალექსანდრე მაკედონელის,კეისრის,კარლოს დიდი,ნაპოლეონისა და ჰიტლერის შემდგომ.ყოველ კოსმოპოლის,ადრე თუ გვიან,გარდუვალი დანგრევა ელის (ყველაზე დიდხანს – მთელი ხუთასი წელიწადი – კეისრის იმპერიამ იარსება, და ბოლოს მაინც აღიგავა მიწისაგან პირისა).თვითონვე იტყვის ჯუღაშვილი – მსოფლიო იმპერიები იარაღის ძალით შეკოწიწებული,დროებითი ეფემერული კონგლომერატები არიანო.მაგრამ თვითოს,პიეროვნულად,კოსმოფაგისთვის სამომავლო კატასტროფა,ჩვეულებრივ,არც კი გაიაზრება.მისი დაუცხროემლი,თავაწყვეტილი ლტოლვა “გამსოფლიოებისაკენ” უფრო ჟინია,ვიდრე აზრი,უფრო გახელებაა,ვიდრე გააზრება,ანუ მართლაც – ეს უფრო რაღაც გონებისმიღმიერი,მისტიური ბედისწერაა,ვიდრე აკადემიურ-ალგებრული ანგარიში.მოვა დრო და ჯუღაშვილიც,უკვე საქართველოდან წასული და დიდი რუსეთის აპერონში “სტალინად” გადანათლულ-განწიაღებული,დააყენებს ისეთ უანგარიშო კაცთაკვლის დრო-ჟამს,როგორსაც მის სანათესავოში ხალხი “სისხლის წვიმების დროს” უწოდებდა.მაშ,როგორ მსოფლიო პოლიტიკური გენიის ხარჯვას ხომ,”როგორც წესი”,სწორედ “მსოფლიო ხარჯი”,უნდა მოჰყოლოდა – მილიონობით ადამიანთა “სახარჯო სისხლი”… (ჯიბის ფულივით სახარჯო!)

მოვა დრო,დრო სტალინობისა,სტალინოკრატიისა,სტალინიზმისა,რუსულ-აზიური დესპოტიზმისა,როცა იგი მსოფლიო დროის ციფერბლატზე დროის ისრებს თავისი უმტკიცესი,ცივი თითებით “გაასწორებს” და “დააყენებს”.ასე იქნება,რამეთუ – მსოფლიო საისტორიო ბედისწერა სწორედ მისი ბიჭუნა იყო.ამიტომ,მისი ყოფნა,სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც,იგრძნობა და იცნობა ყველგან,როგორც ყველგან მყოფი და მარადიულად ერთდროულად მყოფი სინათლე და სიბნელე,სიკეთე და სიბოროტე,სიტკბო და სიმწარე,სიცოცხლე და სიკვდილი. (ავტორი გენია.ჯი)

“სახელმწიფო – ეს მე ვარ!” – ამის მთქმელ ლუი XIV-ზე უფრო ძირმტკიცედ შეეძლო ეთქვა სტალინს: “მსოფლიო – ეს მე ვარ!” მასვე დამშვენდებოდა ოვიდიუსის ნათქვამიც: “ფაქტად ვთვლი ყველაფერს,რასაც კი მე ვბრძანებ!” ამიტომ,საკვირველი არც ის უნდა იყოს,პეტრე დიდთან შედარებაც რომ ითაკილა.ითაკილებს და მართალიც იქნება: პეტრე პირველმა რუსეთი წუმპედან ამოათრია და ევროპას უკან მიადევნა (და ეს დიდი პროგრესი იყო),მაგრამ სტალინმა რუსეთი ევროპასაც და მთელ მსოფლიოსაც უკანიდან წინ გადაუსვა და წაუმძღვარა.ისეთი ავი ზარტეხილობით “წაუმძღვარა”,რომ მას შემდგომ მსოფლიოს პოლიტიკურ სარბიელზე ცხვირის დაცემინებასაც ურუსეთოდ ვერავინ ბედავს…

იგი ყრმობიდანვე დიდი იყო.ყრმობითვე ეტყობოდა,რომ მის უგლიმ გულს ვერცრა ალერსი მოალბობდა,ვერცრან წყალობა,ვერცრა მუდარა, და იგივე გულს ვერცრა მტრობა შეაშინებდა,ვერცრა საფრთხე,ვერცრა მუქარა.ვერც უმაღლესი ბედნიერება დაათრობდა,ვერც უკიდურესი უბედურება გასტეხავდა.

ყოველ ცალკე კაციშვილს თავისი სოციალური შრის სუნი ასდის განუშორებლად, და ჯუღაშვილის წმინდა გლეხური წარმომავლობა თავის რჩეულ შვილს სწორედ გამორჩეული ნების სიმტკიცით,აზრობრივი და პრაქტიკული დაკვირვებითა და უტყუარი გეშით აღჭურვილს გამოიყვანს უმძიმესი კატაკლიზმების მომლოდინე მსოფლიოს გზებზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>