Genia.Ge გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
“ხვალ, 26 მაისს,გამოცხადდება საქართველოს დამოუკიდებლობა!..
მაშ,ხვალ!
მაგრამ რა ჭაპანწყვეტით ჩაუვლია ამ სახვალიო გადაწყვეტილებას დღეს, 25 მაისს,თბილისის ეროვნულ საბჭოზე!მართლაც და, როგორ? – “მესამე დასელები”,რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მთავარ გმირს სასიკვდილო ტყვიას ესვრიან,ახლა თვითონ აპირებენ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას?!
მაშ,ღალატობენ ქართველი მარქსისტები მსოფლიო ინტერნაციონალიზმს?!
თუ მსოფლიოს არა – რუსეთის ინტერნაციონალიზმს?!
თუ რუსეთის არა – ამიერკავკასიის ინტერნაციონალიზმს?!
დანაზე ეხეოდა კაკი წერეთელი (ეს ის კაკი წერეთელია,რომელსაც ქართველობის რცხვენოდა): ეს როგორ შეიძლება, – რას იტყვის რუსეთის დემოკრატიაო!
რაჟდენ არსენიძე ყვიროდა – საქართველოს საერთოდ არ შეუძლია იარსებოს დიდი სახელმწიფოს წიაღში ყოფნის გარეშეო.
სერგი ჯაფარიძე კი ამა გაიძახდა თუთიყუშივით ნაზეპირევად: საქართველოს არ შეუძლიან დამოუკიდებლობა,რადგან ნავთი არა აქვსო…
მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანა დროისმიერმა იძულებამ – სწორედ იძულებამ იმისა,რომ საქართველოს და მის მესვეურ “მესამე-დასელებს” მაშინ დამოუკიდებლობის გამოცხადების გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ! (ავტორი გენია.ჯი)
მაშ საქართველოს ისტორიის უთვალავ ექსტრავაგანტურობას ეს ერთიც მიემატა: იგი დამოუკიდებლობას აცხადებდა მაშინ,როცა მას ეს არ სურდა!..
თვითონ იტყვის და გამოაქვეყნებს, 35 წლის შემდეგ,ნოე ჟორდანია ამას: “მაშასადამე,დღის წესრიგში დაისვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.ეს იყო სრულიად მოულოდნელი,არასოდეს არ გათვალისწინებული ამბავი.მისი გატარება ჩვენს რევოლუციონურ ორგანიზაციებში გახდა დიდ თავსამტვრევ ამოცანად”.
მაშ საქართველოს ისტორიის უთვალავ ექსტრავაგანტურობას ეს ერთიც მიემატა: იგი დამოუკიდებლობას აცხადებდა მაშინ,როცა მას ეს არ სურდა!..
წინა დღეებში,კოტე აფხაზმა,ილიას დსიწულმა,თავადაზნაურობის მარშალმა,ქართველი თავადაზნაურობის მთელი ავლადიდება ძღვნად მიართვა საქართველოს ეროვნულ საბჭოს.
“მესამე დასელები” ახლა სწორედ ნათავადარ სავარძლებში ჩასვენებულნი ბჭობდნენ საქართველოს ხვალინდელ ბედზედ. (ავტორი გენია.ჯი)
უკვე გადაეწყვიტათ:
ხვალ, 26 მაისს,მოიწვევენ სეიმს,გამოაცხადებენ ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლას და მაშინვე,ქართულ ეროვნულ საბჭოს საგანგებო სხდომაზე,გამოაცხადებენ საქართველოს დამოუკიდებლობას.
კენჭის ყრა.
ერთმანეთს თვალებში შესციცინებენ და ისე,შიშრეულად,აძლევენ ხმას.
როგორც იქნა გათავდა და გადაწყდა.
და უცებ ფეხზე წამოიჭრა კაკი წერეთელი,თავში მუშტები წაიშინა და ისევ სავარძელში ჩაიკეცა,ისტერიული კივილით: “რას შვრებით,რას სჩადიხართ,ქართველებო,თქვენ ხომ რუსეთის დემოკრატიას ღუპავთ,რუსეთის დემოკრატიას!”
მაშინ წამოუხტა ვლასა მგელაძე “ღვთაებრივ მგელს” და უყვირა: “წადი,წადი და მაგნაირები ჩინიზელის ცირკში ილაპარაკე,აქ კი – გახსოვდეს,საქართველოა!”
ორი დღით ადრე, 23 მაისს,ვალიკო ჯუღელი სოხუმში თბილისიდან სასწრაფო წვევა მიიღო – თურქები თბილისიდან უკვე 80 კილომეტრზე დგანანო.
ჯუღელმა სოხუმში თავის ტანამებრძოლთა ნაწილი დატოვა,დანარჩენი გვარდიით კი დაუყონებლივ თბილისისკენ გაეშურა.
მოდიოდა და ამის ფიქრი კლავდა გზაზე ამ კაცს:
“თბილისის დაცემა ხომ ამიერკავკასიის რევოლუციის დაცემას უდრის!” (სხვა არაფერი)
და გზაზე კიდევ – თბილისის,ანუ ამიერკავკასიის რევოლუციის დაცემამდე” (!) – ის შეიტყო,რომ საქართველო იმ ამიერკავკასიას “გამოშლია” და ცალკე დამოუკიდებლობის გამოცხადება გადაუწყვეტია!
ღმერთო,ეს რა მომხდარა?!
რამ გამოიწვია ახლა ამისთანა “უბედურება?!
უეჭველად წყეულ ნაციონალიზმს გაუმარჯვნია!” – მუშტებს იშენდა თავში ჯუღელი (კაკი წერეთელივით).
მიდიოდა ქართველი კაცი,ქართული გვარდიის მთავარსარდალი და ერთად მოიგლოვდა:
საქართველოს დამოუკიდებლობას და რუსეთის დანგრევას (!!!)”
* * * * * * * *
P.S. Genia.Ge სულითა და გულის გილოცავთ ჩვენი საფიცარი სამშობლოს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!