“უფლება დაბრუნებაზე” – (ეპიზოდი)
ისრაელის სახელმწიფოში მოქმედებს კანონი,სახელწოდებით – “უფლება დაბრუნებაზე”,რომელიც არეგულირებს რეპატრიაციის წესებს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კანონი ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ებრაელებზე და ისიც იმათზე,რომლებიც იუდაიზმის რელიგიური მრწამსის მატარებლები არიან.საყურადღებოა ის გარემოება,რომ თუკი ესა თუ ის ებრაელი იუდაიზმის გარდა სხვა ნებისმიერი სარწმუნოების მიმდევარია,ამ შემთხვევაში მასზე კანონი – “უფლება დაბრუნებაზე” არ ვრცელდება და ეს მაშინ,როდესაც ათეისტებს სრული უფლება აქვთ ზემოაღნიშნული კანონით სარგებლობისა. (ავტორი გენია.ჯი)