ში
ში (ასევე მოიხსენიებენ,როგორც – არაჩვეულებრივი ვიტელარია) – წარმოადგენს საპოტისებრთა ოჯახის იმ მცენარეს,რომლის გასაოცარი თვისებებით სახელგანთქმული ნაყოფისაგან დამზადებულ ზეთს,როგორც ერთ-ერთ საუკეთესო კოსმეტიკურ საშუალებას,მასიურად მოიხმარდა ეგვიპტის ლეგენდარული დედოფალი – კლეოპატრა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ამავე ხის ნაყოფისაგან დამზადებულ ზეთს ფართოდ მოიხმარენ ის მანდილოსნებიც,რომელთა საცხოვრებელ რეგიონებში შის სახეობის მცენარეებია გავრცელებული.როგორც ამბობენ,სწორედ მისი დამსახურებაა,რომ მათ არ იციან რა არის ნაოჭები.შის გავრცელების არეალია აფრიკის კონტინენტი.კერძოდ, – მალი,კამერუნი,უგანდა,ბურკინა-ფასო,ნიგერია და კიდევ შვიდი სახელმწიფოს ტერიტორია.ევროპელთათვის შის შესახებ ინფორმაცია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გახდა ცნობილი.მცენარის სიმაღლე 10-დან 20 მეტრამდე მერყეობს და რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ძალუძს სიცოცხლე.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ყვავილობას ში – 20 წლის ასაკიდან იწყებს,ხოლო 50 წლის ასაკში აქტიური ნაყოფიერების პროცესი ეწყება.საბოლოო ჯამში,ნაყოფიერებას იგი ასი წლის განმავლობაში ინარჩუნებს.შის ახალგაზრდა მრგვალი ფორმის ნაყოფი მწვანე ფერისაა,მოგვიანებით კი ყავისფერს იღებს.მათი ერთობ ცხიმოვანი ნაყოფის დიამეტრი 4 სანტიმეტრს შეადგენს.არნიშნული მცენარისაგან დამზადებულ ზეთს – “შის ხის ზეთად” მოიხსენიებენ და ფართოდ გამოიყენებენ სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად.აფრიკის კონტინენტზე კი,სადაც შის – “წმინდა მცენარედ” განიხილავენ,მათ არა მხოლოდ კოსმეტიკური დანიშნულებისამებრ იყენებენ,არამედ საკვებად,საყოფაცხოვრებო (ლამპის საწვავად) და სამკურნალო საშუალებადაც გამოიყენებენ. (ავტორი გენია.ჯი)