ლეგენდა “ყველის” შესახებ…
ძველ საბერძნეთში გავრცელებული ლეგენდის თანახმად,პირველად – ყველის დამზადება,ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ნადირობის მფარველმა მარადიულმა ახლგაზრდა ღვთაებამ – არტემიდამ ისწავლა,რის გამოც ამ უნიკალურ საკვებ პროდუქტს ღვთაებრივი წარმომავლობის პროდუქტად მიიჩნევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამავე ლეგენდის თანახმად,სწორედ არტემიდამ დააგემოვნებინა პირველად სხვა ძველბერძენ ღმერთებს ყველი,რომელთაც იგი ძალიან მოეწონათ.დიდი ხნის მანძილზე ყველი ოლიმპოს ღმერთების უსაყვარლეს საკვებ პროდუქტად მიიჩნეოდა და მისი დამზადების რეცეპტიც ერთობ გასაიდუმლოებული ჰქონიათ,თუმცა რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,ყველის დამზადების რეცეპტი,ოლიმპოზე მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა დაუდგენელმა ღვთაებამ ადამიანებს გადასცა,რის შემდეგაც მან უმალვე დიდი პოპულარობა მოიპოვა ძველ ბერძნებში.რადგანაც ბერძნები ყველს ღვთაებრივი წარმომავლობის მქონე საკვებ პროდუქტად მიიჩნევდნენ,მას სხვადასხვა ღვთაებებს სწირავდნენ კიდეც.ასეთი ტრადიცია განსაკუთრებით გავრცელებული იყო კუნძულ კრეტაზე. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. გარდა ძველბერძნული მითისა,მსოფლიოს სხვა უამრავ ხალხებშიც არსებობს ყველის წარმომავლობის შესახებ საინტერესო მითები და ლეგენდები.
არტემიდა