იოსებ დავითაშვილი – “ჩვენი ივერი”

ჩვენი ივერი,ბედნიერი,სამოთხის ფერი,

შიგ ხალხი მყოფი მშრომელი და გულისხმიერი.

სულით უმანკო,გულით უხვი,ყოვლად ძლიერი,

ღმერთის მოყვარე,უწყინარი,ქართველი ერი…

დროთა ბრუნვისგან არს სნეული,ჩვენი ივერი!

მაგრამ მოელის დრო კაცური,დრო მშვენიერი;

ვეღარ დაჩაგროს დღეს რომ სჩაგრავს ჭკუით მშიერი,

ძუნწი ვაჭარი,ქურდ-ბაცაცა,ფულით ძლიერი.

სასწვრით და დავთრით ეს ჩვენი მტერი,

ჯერ მაცდურ ხელით და მერე ენით,

საწყლებს რომ აგვდის ზურგებზე მტვერი…

მათ დაგვასუსტეს,არ გვაძევს ფერი…

ვალში წაგვართვეს სუყველაფერი:

სიმინდი,პური,შვრია და ქერი…

ყურში ჩაგვძახის ჩვენი ივერი:

ადექით,შვილნო,მამულის გმირნო,თქვენია ჯერი…

ხალხს დრო აღვიძებს ახლის მომტანი,დრო ბედნიერი…

გულით ნათელი,სულით უმანკო,ერთობას მღერი,

კეთილის მდომი,კეთილის მყოფი,ბოროტის მტერი,

ცოცხლდება ერი,თავს ედგმის ჭერი მას მშვენიერი,

მონათ ნამყოფსა,კეთილ ნაყოფსა,ეძლევა ფერი.

შენ,მაცხოვარო,ჩვენ,მაცხოვარო,

შენს მაგალითს სდევს დღეს შენი ერი!..

გთხოვთ დაუმარცხო აწ მისი მტერი…

რომ გვესმის მარად მშვიდი და წყნარი

რუსთველის ქნარის ხმა,ის ნეტარი;

პყრობილ ჩაგრულებს გაეღოს კარი

შუქმა მოიცვას სულ მთა და ბარი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>