“ბოგოტას ოქროს მუზეუმი”-ს შესახებ…
კოლუმბიის რესპუბლიკის დედაქალაქ ბოგოტაში,კერძოდ,მის ერთ-ერთ უძველეს რაიონში – ლა-კანდელიარიაში განთავსებული – “ბოგოტას ოქროს მუზეუმი” მსოფლიოში ერთადერთი მუზეუმია,სადაც დაცული და წარმოდგენილია უძველესი ინდიელი იუველირების მიერ დამზადებული უნიკალური ოქოს ნაკეთობები,რომლებიც კოლუბამდელ ეპოქას განეკუთვნებიან. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ მუზეუმში გამოფენილია ძველი ინდიელი ოსტატების მიერ ძვირფასი მეტალისაგან დამზადებული 36 000 საიველირო ნაკეთობა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ამ ნაკეთობათა უმეტესი ნაწილი არქეოლოგების მიერ ამოღებული იქნა ბოგოტიდან 50 კილომეტრის მოშორებით არსებული – გუატავიტას ტბიდან.ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად,ინდიელთა თითოეული ბელადი ვალდებული იყო ტბის შუაგულამდე ცურვით მისულიყო და შემდგომ,მსხვერპლთშეწირვის სახით ძვირფასი ლითონები ტბის ფსკერზე გაეშვა.ადგილობრივი მცხოვრებლები დღემდე ღრმად არიან დარწმუნებული,რომ ოდესღაც სწორედ მათ სიახლოვეს მდებარეობდა ზღაპრული სიმდიდრის მატარებელი ქალაქი – ელდორადო,რომლის მიწაც ოქროთი იყო დაფარული. (ავტორი გენია.ჯი)