“ახალი ადამიანი” – (ეპიზოდი)
ძველ რომში იმ ნაკლებად ცნობილ და არადიდგვაროვან ადამიანებს (შესაძლოა პლებეებსაც),რომლებმაც თავიანთი ბრწყინვალე შესაძლებლობების გამოვლინების შედეგად უმაღლესი მაგისტრების (კურიის მაგისტრები) ჩინები მიიღეს და სახელმწიფო სამსახურში დაიწყეს მოღვაწეობა,დიდგავროვანი რომაელები ირონიულად – “Homo Novus”-ს ანუ – “ახალ ადამიანებს” უწოდებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ესოდენ დამამცირებელი მნიშვნელობის მქონე ზედსახელის მატარებლები იყვნენ ისეთი სახელოვანი რომაელები,როგორებიც გახლდნენ – გაიუს მარიუსი (შვიდგზის კონსული და რომის სამხედრო რეფორმის ავტორი),მარკუს ტულიუს ციცერონი (გენიალური პოლიტიკური მოღვაწე,ორატორი და ადვოკატი),მარკუს პორციუს კატონი “უფროსი” (რომაელი პოლიტიკოსი და რომაული ლიტერატურის ნოვატორი მწერალი),მარკუს ვიფსანიუს აგრიპა (მხედართმთავარი და არქიტექტორი),გაიუს ფლამინიუსი (პოლიტიკოსი,რომელმაც მთელი რიგი კანონების გატარებით ხელი შეუწყო რომის საზოგადოების დემოკრატიზაციას) და სხვები. – (ავტორი გენია.ჯი)