თეოდორ დე ბანვილი
თეოდორ დე ბანვილი - დაიბადა 1823 წლის 14 მარტს,საფრანგეთის ქალაქ მულენში.იგი წარმოადგენდა დიდ ფრანგ მწერალს,პოეტს,კრიტიკოსს,დრამატურგსა და ჟურნალისტს,რომელიც გახლდათ ცნობილი ფრანგული ლიტერატურული ჯგუფის “პარნასის” აქტიური წევრი.პირველი ლექსების კრებული “კარიატიდები”,გამოაქვეყნა 1842 წელს.”პარნასის” ლიტერატურულ ჯგუფს კი მიუძღვნა კრებული “თანამედროვე პარნასი”,რომლებიც გამოცემულ იქნა 1866,1869 და 1876 წლებში.მისი შემოქმედების ადრეულ ეტაპზე,თეოდორი განიცდიდა დიდ რომანტიკულ ზეგავლენას ისეთი გენიალური ფრანგი მწერლებისა,როგორებიც იყვნენ – ვიქტორ ჰიუგო და ალფრედ დე მიუსე. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ რომანტიკული ზეგავლენის შედეგად დაწერა მან “კარიატიდები”.მოგვიანებით მის შემოქმედებაზე გავლენა იქონია ცნობილი ფრანგი პოეტისა და კრიტიკოსის – თეოფილ გოტიეს ლიტერატურულმა მოღვაწეობამ და მისმა ნაწარმოებმა “ხელოვნება ხელოვნებისათვის”,რომელიც თეოდორმა ასახა ლექსების კრებულსი “მცირე ტრაქტატი ფრანგული პოეზიისა”.ესთეტიური კრიტიკა ბურჟუაზიული სამყაროსი,მის შემოქმედებაშიც აისახა,კერძოდ კრებულებში “აკრობატიკული ოდები” და “ახალი აკრობატიკული ოდები”,რომლებიც თეოდორმა 1857 წელსა და 1869 წლებში გამოქვეყნა.გარდა პოეზიისა,იგი წერდა პიესებს და სტატიებს ჟურნალ-გაზეთებისთვის. (ავტორი გენია.ჯი) თავისი პოლიტიკური მოტივები და ხედვები კი ფართოდ აქვს გადმოცემული პოეზიაში.თეოდორ დე ბანვილი გარდაიცვალა 1891 წლის 13 მარტს,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ცნობილმა ფრანგმა კომპოზიტორმა – აშილ-კლოდ დებიუსიმ (1862-1918 წლები),თეოდორეს პოეზიის რამდენიმე ნიმუში,თავისი პირველი რომანსების შექმნის დროს გამოიყენა.