ინემური

“ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში დამკვიდრებულია პრაქტიკა,სახელწოდებით - “ინემური”,რომელიც იაპონური ენიდან თარგმანით – “დასწრებასა და დაძინებას” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული პრაქტიკის მიხედვით,ადამიანებს საშუალება ეძლევათ დღის საათებში დაიძინონ არა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპოტსა და სხვა საჯარო ადგილებში,არამედ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისა და სხვადასხვა ოფიციალური შეხვედრების დროსაც კი.თუმცა,გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ ასეთ შემთხვევაში ისინი ვალდებულნი არიან ძილს არა ჰორიზონტალურ,არამედ ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფებმა მიეცნენ (მაგალითად სკამზე მჯდომებმა).ინემური აღნიშნავს,რომ ესა თუ ის ადამიანი საკმაოდ ბევრს მუშაობს,რაც მას მცირეოდენი ხნით ძილის საშუალებას აძლევს.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ინემურის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანების სოციალურ სტატუსს.მაგალითად,სამსახურეობრივი მოვალეობს შესრულებისას,ხელმძღვანელს უფლება აქვს თავისი ქვეშევრდომების თვალწინ დაიძინოს, და ეს მაშინ,როდესაც მის დაქვემდებარებაში მყოფთ უფროსის წინაშე ძილი ეკრძალებათ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>