ჩარლზ დიკენსი – “ეპიზოდი”
სიცოცხლეშივე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინგლისურენოვან კლასიკოს-მწერლად აღიარებული ინგლისელი მწერალი – ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (1812-1870 წლები),არა მხოლოდ “ნისლიან ალბიონზე” გახლდათ სახელოვანი ლიტერატორი,არამედ უდიდესი მოწონებით სარგებლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. (ავტორი გენია.ჯი) 1841 წელს ნიუ-იორკის პორტში შევიდა გემი,რომელმაც აშშ-ი დიკენსის ერთ-ერთი ახალი ნაწარმოების რამდენიმე ათასი ეგზემპლარი ჩაიტანა.აღნიშნული ფაქტის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული დიკენსის შემოქმედების მოყვარული ამერიკელი მკითხველი.სწორედ ჩარლზის უდიდესმა პოპულარობამ განაპირობა ის,რომ,იმ გემს,რომელმაც ნიუ-იორკის პორტში დიდი ინგლისელი მწერლის ახალი ქმნილება ჩაიტანა,დიკენსის შემოქმედების თაყვანისმცემელთა 6 000-იანი არმია დიდი და ხანგრძლივი ოვაციების ფონზე დახვდა. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. როგოც ცნობილია,დიკენს არ უყვარდა ძეგლები და მონუმენტები.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მან მკაცრად აკრძალა თავის ანდერძში – მისთვის ძეგლი დაედგათ.ერთდაერთი ბრინჯაოსაგან დამზადებული ძეგლი კი სწორედ აშშ-ი,კერძოდ – ფილადელფიაში იქნა აღმარული,რაც ალბათ,კარგად მოწმობს დიკენსის შემოქმედების პოპულარობას ამერიკელებში.საგულისხმოა ისიც,რომ დიკენსის შთამომავლებმა ფილადელფიაში ჩარლზის ქანდაკების აღმართვა თავდაპირველად გააპროტესტეს. – (ავტორი გენია.ჯი)