ლევ ტოლსტოი – “ეპიზოდი”
გამოჩენილმა რუსმა მწერალმა და მოაზროვნემ – ლევ ტოლსტოიმ (1828-1910 წლები) ეკატერინე II-ის ერთ-ერთი ფავორიტის – პეტრე ზავადოვსკის შვილთაშვილზე – სოფია ბერსზე 1862 წლის 23 სექტემბერს იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ ქორწინების პირველივე ღამეს ტოლსტოიმ სოფიას აიძულა ის დღიური წაეკითხა,სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი მისი სასიყვარულო რომანები და ამურული თავგადასავლები სხვადასხვა მანდილოსნებთან.როდესაც ახლადშეუღლებული ქმრის დღიურის წაკითხვით გაღიზიანებულმა ბერსმა ტოლსტოის ჰკითხა,თუ რატომ წააკითხა მას აღნიშნული ჩანაწერები,მისგან ასეთი პასუხი მიიღო: “მე მსურს ჩვენს შორის დამალული არაფერი იყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)