მუხრან მაჭავარიანი – “ირონიული”

შენ,ვისაც გინდა,საქართველოს მრავლად უსურვო

კაცი კეთილი,

კაცი სათნო,

კაცი უშურო.

მე საქართველო ჩემსას მიჯობს თუმცა სიცოცხლეს, -

უნდა იცოდე,

თუ არ იცი,

უნდა იცოდე:

სული რომელსაც არ ამოსდის მეგობრის შურში,

შეუძლებელი არის ყოვლად,ის იყოს გურჯი.

კომენტარის დატოვება