“გულუბრყვილო ადამიანებს Genia Ge-საგან”

“გულუბრყვილო ადამიანებო! ეს ცვალებადი და ორპირი ჯამბაზი საწუთრო ყოველ წამს ახალი სახით გვევლინება და ყოველ წუთს ახალ ეშმაკობას მიმართავს.ბედის მბრუნავმა ჭრელმა ჩარხმა იმის მეტი არაფერი იცის,რომ დედამიწის თავმდაბალ და მორჩილ მცხოვრებლებს თავზე უჩვეულო ოინებით სავსე ჯამები ამსხვრიოს და თითოეულს ნატეხი მაინც დაუტოვოს სახსოვრად.თქვენ ხომ ცხოვრების დიდი ნაწილი ბედთან ჭიდილში გაატარეთ და ნუთუ გულზე მისი დაღი არ დაგრჩენიათ? ოინბაზი ბედი მუდამ ახალ ეშმაკობათა გამოგონებაშია და ეს მაშინ,როდესაც ბავშვივით გულუბრყვილო ადამიანები საკუთარი ხელით იჭერენ ყელში უბედურებათა თოკს.ნუთუ ზეცის ეჟვანთა ხმაზე არასოდეს გიცეკვიათ? გიცეკვიათ და მერე როგორ,მერე როგორ,მერე როგორ!!! - (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>