მუხრან მაჭავარიანი – “სოფელი მთებში მკვდარი იყო”

ბატებიც არსად ყიყინებდნენ

სოფელში დღესდღეობით,

ცაცხვები მაინც ღიღინებდნენ

ფუტკრების მეშვეობით.

* * *

რა აბიბინებდა,ღმერთო ჩემო,

ცაცხვსა და ურთხმელს?!

რა აღიღინებდა,ღმერთო ჩემო,

უგუნურ ფუტკრებს?!

* * *

ზვარეთის თემში დარი იყო -

უცხო რამ სანახავი…

სოფელი მთებში მკვდარი იყო -

არ ჩანდა დამმარხავი.

კომენტარის დატოვება