გლადიატორების ორთაბრძოლის ისტორიიდან…
გლადიატორების ბრძოლების ტრადიციამ სათავე იტალიისა და კორსიკის უძველესი კულტურის მქონე ხალხში – ეტრუსკებში აიღო. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებო და საინტერესოა ის გარემოება,რომ თავდაპირველად აღნიშნული ტრადიცია დანერგილი იქნა დაკრძალვის ცერემონიების მიმდინარეობისას.კერძოდ,ამა თუ იმ გარდაცვლილი ეტრუსკი დიდებულის საფლავთან,მისი მონები მართავდნენ სისხლისმღვრელ ორთაბრძოლებს (ცნობისათვის,იაპონიაში ფეოდალების საფლავებთან ეწყობოდა ქვეშევრდომთა ორთაბრძოლები,რომელთაც დღესდღეობის – სუმოს სახელით ვიცნობთ).თუმცა გასათვალისწინებელია ისიც,რომ “დაკრძალვის თამაშებად” წოდებულ გლადიატორთა დაპირისპირებაში მონაწილეობის უფლება ასევე გააჩნდათ თავისუფალ მოქალაქეებსაც.როგორც წესი,იღუპებოდნენ სუსტები,ძლიერებს კი,ანუ გამარჯვებულებს,დაკრძალვის ცერემონიაზე მყოფი საზოგადოება დიდ აღფრთოვანებაში მოჰყავდათ.ნიშანდობლივი ფაქტია ისიც,რომ თავდაპირველად,ძველ რომში აღნიშნული ტრადიცია ისეთივე ფორმით იქნა დანერგილი,როგორც ეს ეტრუსკებში იყო გავრცელებული,ესე იგი გლადიატორთა ორთაბრძოლები იმართებოდა დიდებულთა საფლავებთან.პირველი ასეთი სახის სისხლისმღვრელი ბრძოლა რომში გამართული იქნა რომაელი პოლიტიკური მოღვაწისა და კონსულის – დეციმუს იუნიუს პერას საფლავთან – ძვ.წ.აღ-ით 264 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)