იცით თუ არა,რომ
1. რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ კატორღაში გადასახლებულები,რომელთაც თავიანთ სახლ-კარში დაბრუნების ყოველგვარი იმედი ჰქონდათ გადაწურული,საკუთარი თავის შესახებ დანანებით ამბობდნენ – “მკვდრები სასაფლაოდან არ ბრუნდებიანო”. – (ავტორი გენია.ჯი)
2. “ქართული სიტყვის მსახური ვიყავიო”, – ბრძანებდა დიდი ქართველი პოეტი – სიმონ ჩიქოვანი.
3. საქართველოზე,ქართველებზე,თბილისზე და ქართულ სიტყვაზე შეყვარებული გამოჩენილი რუსი პოეტი ქალი – ბელა ახმატულინა წერდა: “მე ვცნობ ქართულ სიტყვას სხვა მრავალ ათას სიტყვას შორის”.
4. აღმოსავლური ენების მცოდნეს – ორიენტალისტი ეწოდება.
5. პოეტურ თავისუფლებას რითმის ან გრამატიკული კანონის მიმართ – ლიცენცია ეწოდება.
6. ძველ ბერძენთა წარმოდგენის თანახმად,ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა – ამბროზია,ღმერთების საჭმელს წარმოადგენდა.მათივე აზრით,ამბროზია ღმერთებს მარადიულ სიჭაბუკეს და უკვდავებას ანიჭებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
7. საქართველოში გამეფებული ცენზურის დამსახურებით,”ქართველთა უგვირგვინო მეფემ” – ილია ჭავჭავაძემ,თავისი უკვდავი ქმნილება (ლექსი) – “ბედნიერი ერი”,თავდაპირველად იტალიელ პოეტს – ჯუსტს მიაკუთვნა.თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ ასეთი იტალიელი პოეტი ბუნებაში არ არსებობდა.
8.გენიალური ქართველი მწერალი და დიდი მამულიშვილი – მიხეილ ჯავახიშვილი გარკვეული პერიოდების განმავლობაში თავის ნაწარმოებებს შემდეგი ფსევდონიმებით აქვეყნებდა – “თავისუფალი მონა” (პირველი ფსევდონიმი),”დამოუკიდებელი მონა” და “ხელუხლებელი მონა”.
9. დიდ ქართველ მწერალს – ალექსანდრე ყაზბეგს მოსკოვში ყოფნისას მთელი არსებით შეუყვარდა რუსი ქალბატონი – ნინა ჩერნიშოვა-კრუგლიკოვა.მისდა საუბედუროდ,ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო აღნიშნული რომანი შეწყვეტილი იქნა,რამაც ძირფესვიანად შესძრა ალექსანდრეს პიროვნება. – (ავტორი გენია.ჯი)
10. გენიალურ ფრანგ მწერალს – ონორე დე ბალზაკს მისი სიცოცხლის განმავლობაში ერთი წამაქეზებელი სტატიაც არ ღირსებია,სიკვდილის შემდეგ კი მისი ტიტანური შემოქმედების ყველაზე მაღალი დაფასება ვიქტორ-მარი ჰიუგოს მიერ წარმოთქმული გამოსათხოვარი სიტყვა და ოგიუსტ როდენის მიერ გამოქანდაკებული ბიუსტი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)