ალექსანდრე ყაზბეგი წერდა…
“მე ვარ აღზრდილი ხალხში,შობილი იქ,სადაც ყმა და მონა ძველთაგანვე სამარცხვინოდ ყოფილა,სადაც სიტყვას “ბატონ-ყმობა” ადგილი არასოდეს ჰქონია და სადაც კაცს პატივისცემა მხოლოდ პირადის ღირსებით შესძლებია.დიახ,ჩემო მკითხველო! იქ,გავჩნდი,ამ ხალხში აღვიზარდე,აქვე ვწოვდი მთიელის დედაკაცის რძეს,რომელიც მთლად იყო შემდგარი მთის დიდებულებით აღსავსე ბუნების ნაწილებისაგან… ვიზრდებოდი მათ შორის და სანეტარო ნიავთან ერთად,სმენასა სწვდებოდა ნანა ჩემის მშობლისა,რომელიც იძახდა: ვინც თავისას ვერ სთვისობს,გამზრდელის რძე ცხვირიდან წამოუვაო. და შემდეგ,თუმცა ყოველმა შემთხვევამ,ავიღოთ თუნდა თბილისის ესრეთ წოდებული მოწინავე-მოთავე ხალხში ტრიალმა,ვერ დაიმორჩილა ჩემი შემადგენელი ნაწილები,ვერ შეიპყრო და ვერ გარყვნა მათი ძალა და დღემდის ჩემის სისხლის შემადგენელნი არიან მთის ნაკადულში შერეული რკინა და კლდეთა შორის ნაჩეჩქვი წვეთები.მათგან აღზრდილი,დღემდის თეთრსა ჰხადის თეთრად და შავსა შავად.თვისას ჰგრძნობს თვისად და უცხოს – უცხოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)