ძველბერძენი სწავლულების სიცოცხლის ხანგრძლივობა
საინტერესოა ის გარემოება,რომ ძველ ბერძენ ფილოსოფოსთა,პოეტთა და მწერალთა უმეტესობა,მაშინ,როდესაც იმ პერიოდისათვის ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არც თუ ისე მაღალი იყო,საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,პოეტი და ფილოსოფოსი – ქსენოფანე კოლოფონელმა თითქმის 100 წელიწადს იცოცხლა; დიდმა ძველ ბერძენმა ლირიკოსმა პოეტმა – ანაკრეონტმა 85 წლის ასაკს მიაღწია; ძველი საბერძნეთის ერთ-ერთმა უდიდესმა ლირიკოსმა პოეტმა – პინდარემ 80 წელიწადი იცოცხლა; გენიალურმა ტრაგიკოსმა და დრამატურგმა – სოფოკლემ 91 წლის ასაკში დალია სული; დიდმა ფილოსოფოსმა და ატომიზმის ფუძემდებელმა – დემოკრიტე აბდერელმა 90 წლის ასაკს უწია; გენიალური ფილოსოფოსი – პლატონი 81 წლის ასაკში აღესრულა.აღნიშნული სიის გაგრძელება კვლავაც შესაძლებელია,თუმცა ამჯერად ამით დავკმაყოფილდეთ.როგორც მედიკოსები და სპეციალისტები ირწმუნებიან,ძველბერძენ სწავლულთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას მათი ჯანსაღი და სწორად წარმართული ცხოვრების წესი განაპირობებდა. – (ავტორი გენია.ჯი)