ლუი XV დე ბურბონი – “ეპიზოდი”
XVIII საუკუნეში საფრანგეთის სამეფო კარზე დადგენილი წესის თანახმად,იმისათვის,რომ საფრანგეთის მეფისათვის – ლუი XV დე ბურბონისათვის (1710-1774 წლები) ბანაობის საშუალება მიეცათ,აუცილებელი გახლდათ მისი პირადი ექიმის მიერ ხელმოწერილი სპეციალური განკარგულება. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდის საფრანგეთში გავრცელებული მოსაზრებით,ზამთრის სეზონზე ბანაობის შედეგად,სახის კანი მეტად მგრძნობიარე ხდებოდა სიცივის მიმართ,რასაც შესაძლოა მისი დანაოჭებაც კი მოჰყოლოდა.თუმცა ეს მხოლოდ ზამთრის სეზონს არ ეხებოდა,რადგან ასეთივე მოსაზრება გახლდათ გავრცელებული ზაფხულის პერიოდზეც. – (ავტორი გენია.ჯი)