სვიმონ შადური – “ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნას”
მზეც დავკარგეთ და მთვარეცა,
დავრჩით დიდს სიბნელეშია;
სიბნელის ქარმა დაგვბერა,
ყველა მოგვხარა წელშია,
ნეტავ ვინ იზამს სიკეთეს,
კიდევ გაგვმართავს წელშია,
ვინ გამოჩნდება სანდროსვით
ჩვენ საწყალ მოხევებშია?
მთას შევცქერთ ყინულიანსა,
მოველით ჩამოდნობასა…
ნეტა ვინ მოგვცემს იმედსა,
ვინ გვიზამს სანდროობასა?