აგნოლო ბრონზინო – “ალეგორია ვენერასთან და ამურთან”
“ალეგორია ვენერასთან და ამურთან” – წარმოადგენს დიდი იტალიელი მხატვრისა და მანიერიზმის (გვიანი რენესანსის) დიდებული წარმომადგენლის - აგნოლო ბრონზინოს (1503-1572 წლები) მიერ ხის დაფაზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ ალეგორიული სიუჟეტის მქონე შედევრ-სურათს. (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიმაღლე 146 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 116 სანტიმეტრია.დაახლოებით 1546 წელს ბრონზინოს,რომლის ნამდვილი სახელი და გვარიც გახლდათ – აგნოლო დი კოზიმო დი მარიანო,შეუკვეთეს სურათის დახატვა.შემკვეთის ვინაობა ზუსტად დაუდგენელია,თუმცა,სავარაუდო შემკვეთებად დასახელებული არიან – კოზიმო I მედიჩი და ფრანჩესკო სალვიატი.ფაქტია,რომ ეროტიზმით,ამბივალენტურობითა და მრავალაზროვანი სიუჟეტით დახუნძლული სურათი საჩუქრად უნდა გადასცემოდა საფრანგეთის მეფეს – ფრანსუა I ვალუას.იმ პერიოდისათვის ზემოაღნიშნული სიუჟეტებიანი სურათები ერთობ დიდი მოწონებით სარგებლობდა არა მხოლოდ მედიჩების კარზე,არამედ საფრანგეთის სამეფო კარზედაც. (ავტორი გენია.ჯი)
სურათის კომპოზიციის წინა ნაწილზე ასახულია ამურისა და დედამისის – ვენერას ფიგურები.გარდა ამისა შიშველი პუტი (პატარა,ზოგჯერ ფრთებიანი,ტიტველი ბიჭების გამოსახულება).ვენერას ხელში ის ოქროს ვაშლი უჭირავს,რომელიც მან პარისის სამსჯავროზე გამარჯვების აღსანიშნავად მიიღო.ამური კი მხატვარს,როგორც წესი,წარმოდგენილი ჰყავს ფრთებითა და კარპაჭით.სურათის თითოეული გმირი ბრონზინომ შიშვლად გამოსახა,რითაც სურათს ეროტიზმის სახე შესძინა.თუმცა ხაზი გაუსვა ფიგურათა სახეების ინდივიდუალურ მიმიკებსა და გამომეტყველებებს.სურათის უკანა მხარეს გამოსახული სხვა ფიგურების იდენტიფიკაცია კი სპეციალისტებში დიდი მეცნიერული კვლევის საგანი გახდა.თუმცაღა,სურათზე წარმოდგენილი თემატიკის მთავარი არსი მათ მიერ მაინც იქნა გაშიფრული: ვნება,ტყუილი,შური და ვენერას ტრიუმფი. (ავტორი გენია.ჯი)
დიდი იტალიელი მხატვრის,ჯორჯო ვაზარის გადმოცემის თანახმად,აგნოლოს მიერ დახატული შედევრი-სურათი საჩუქრად გაეგზავნა ფრანსუა I ვალუას.მოგვიანებით,ნაპოლეონ ბონაპარტმა “ალეგორია ვენერასთან და ამურთან” პარიზიდან ვენაში გადაიტანა,სადაც 1813 წელს იგი იოჰან კეგლევიცის მიერ საკუთარი კოლექციისათვის იქნა შეძენილი. 1860 წელს ბრონზინოს სურათმა ბინა ლონდონში დაიდო და იგი დღემდე ლონდონის ეროვნულ მუზეუმშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)