სიკვდილის ველი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ მთათაშორის ღრმულს,რომელიც კალიფორნიის შტატში მდებარეობს და მოჰავეს უდაბნოსა და დიდი აუზის რაიონებს შორისაა განთავსებული - “სიკვდილის ველად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ სიკვდილის ველზე მიუხედავად გაუსაძლისი კლიმატური პირობებისა (მაღალი ტემპერატურა),საკმაოდ მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნაა წარმოდგენილი.კერძოდ,სიკვდილის ველზე ბინადრობს 15 სახეობის ფრინველი, 40 სახეობის ძუძუმწოვარა ცხოველი, 44 სახეობის ქვეწარმავალი, 13 სახეობის თევზი და 12 სახეობის ამფიბია.ხოლო ხარობს 545 სახეობის მცენარე,რომელთაგან მრავალი მათგანი უნიკალური ჯიშისაა.საყურადღებოა,რომ,ისეთი მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებით,როგორებიც “სიკვდილის ველზეა” გავრცელებული,მსოფლიოში არსებული ბევრი რეგიონი ვერ დაიტრაბახებს. – (ავტორი გენია.ჯი)