მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევი…
“…დედაკაცის მდგომარეობის ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ,ნათლად დავინახავთ,რომ დღემდის მიზეზი დედაკაცის დაბეჩავებისა იყო უფლება ძლიერისა.ძლიერის უფლება არც დღეს მოსპობილა და არც ამ ახლო მომავალში მოისპობა.მაგრამ ის კი ცხადია,რომ თანდათან სამართლიანობა ამარცხებს ძალის უფლებას და, იმედია,ერთ დროს სრულიად მოსპობს მას”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“საჭიროა ერთობა,ძმობა,ვაჟკაცობა და მაგარი გული,თორემ სიმხდალით,ლოდინით,თხოვნითა და დაქსაქსვით ვერავინ ვერაფერს მიიღებს”.
* * *
“სუსტი წრიპინს მოჰყვება და გაიქელება,მძლავრი კი მშვიდად იტყვის:
- არაუშავს!..”
* * *
“თავის შინაურ საქმეების დავიწყებით,ჩვენ,ქართველებმა,წინ გავუსწარით რუსეთის ყველა კუთხეს”.
* * *
“ყველაზე უფრო ძნელი მოთხრობის დაწყებაა.დასაწყისში მთელ მოთხრობას აძლევს რიტმს,კოლორიტს,სტილს.უნდილად დაწყებული ამბავი უნდილადვე წავა.ძნელია შემდეგში ცეცხლის გაღვივება,სტილისა და რიტმის შეცვლა,ძნელიც არის და სახიფათოც,ამიტომ მე დიდხანს ვეძებ ხოლმე დასაწყისს.რუსები ამბობენ,მოზვერს ერთბაშად სტაცე ხელი რქებშიო.მეც კარგა ხანს ვუტრიალებ მოზვერს, და როცა დროს ვიხელთებ,ვცდილობ უცბად დავწვდე რქებში და აღარ მოვადუნო.დასასრული სიზნელის მხრივ დასაწყისს არ ჩამოუვარდება.ადვილი არ არის უკანასკნელი წერტილის დასმა.ეს ლურსმანი ყველაზე უფრო ღრმად უნდა იქნეს ჩარჭობილი.ავტორი ყველა მკითხველზე უფრო ულმობელი და ჟინიანი მკითხველია და ამიტომ ის თვითონვე უნდა იყოს დასასრულის კმაყოფილი”.
* * *
“მე ვერ შევიძულებ მონას მხოლოდ იმისთვის,რომ ის მონაა და, თუ შევიძულე,მაშინ მისი მონობისაგან განთავისუფლებისთვის ბრძოლაც უნდა შევიძულო.ეს კი… აქ გავჩუმდები.გაგრძელება მეტია და ორჯერ ორი ოთხიას დამტკიცება დროს დამაკარგვინებს.ნეტარ არს მებრძოლი მონა,რამეთუ იგი თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მე ჩემი მამულის სიყვარულის ცეცხლზე დავწვი ჩემი ახალგაზრდობა,იმედი,ოცნება და პირადი ბედნიერება.ისეთ კაცს,რომელსაც ჩემოდენა ტანჯვა და წვალება გამოუვლია,აღარავის არაფერი მართებს”.