თენგიზ ბუაჩიძე წერდა…
“წინათ ხშირად მიფიქრია,რა არის ადამიანის არსებობის საწყისთა საწყისი? ბავშვისათვის ალბათ დედაა.ზოგისათვის – სიყვარული,სხვათათვის – ფული,სახელი,სიმდიდრე,ფუფუნება (ალბათ არიან ასეთებიც),ჩემთვის – მამულიშვილობა,სულის იმგვარი აღზევება,როცა შინაგანად,მთელი არსებით გრძნობ სისხლსმიერ,სულისმიერ,არსისმიერ კავშირს საკუთარ ხალხთან,რომლის წარსული და დღევანდელი სულის განუყოფელ ნაწილად ქცეულა და მის გარეშე სიცოცხლე ყოველგვარ აზრს ჰკარგავს; როცა პასუხს აგებ იმაზე,რაც იყო უწინ; როცა გტკივა ის,რაც იქნება მომავალში” – (ავტორი გენია.ჯი)