მუხრან მაჭავარიანი – “შუღლი”

ქედზე ჩვენსაზე დადგმული

უღლის,

გულში ჩვენსაში ჩამდგარი

მწუხრის

დვრიტაა,გვინდა მართალი

თუკი,

არა ლეკი და სპარსი და

თურქი,

არამედ ჩვენივ ბუნება წუწკი

და ძველთა ჩვენთა ურთიერთ

შუღლი.

კომენტარის დატოვება