არნოლდ ჩიქობავა – “.ჩვენ გვავიწყდება,რა შეუძლია მოსწავლეს,რა შეუძლია სტუდენტს”
“ლექციის წაკითხვა ადვილია,თუ დავივიწყებთ მსმენელს,აუდიტორიას.საჭიროა კონტაქტი არა მარტო ლექტორსა და მსმენელს შორის,არამედ კონტაქტი იმ ცოდნასა,რაც სტუდენტმა იცის, და იმ ცოდნას შორის,რაც ლექტორმა უნდა მიაწოდოს მას.ბევრი უცხო სიტყვა სტუდენტს არ ესმის,ამიტომ საჭიროა პროსემინარები.სტუდენტს ტერმიენბი უნდა გააგებინო.ეს “გააგებინო” ხანდახან 2-3 საას ითხოვს.სხვაგვარად ეს წირვის წესია, – კითხულობენ სახარებას თავისთვის, – მხოლოდ ჩვენთვისაა გასაგები,მსმენელისთვი – არა! (ავტორი გენია.ჯი) მთავარია,სტუდენტს თავის დარგში აზროვნება შეეძლოს,მერე იგი საჭირო წიგნსაც იპოვის და გამოიყენებს კიდეც.მთავარია სწავლის ხარისხი: ისწავლება ბევრი და შედეგი ისაა,რომ საფუძვლიანად არაფერი არ იცი.ენციკლოპედიზმი სკოლის მიზანი ვერ იქნება.ატომური ბირთვის საკითხი უმნიშვნელოა განა? ან დედამიწის ქერქის ჩამოყალიბება,ასტრონომია,გალაქტიკები,რომელთაც ბოლო არ უჩანთ,ცუდია? მაგრამ ამოცანა ისაა,გამოვყოთ,რისი ცოდნაა აუცილებელი და რის – არა.ჩვენ გვავიწყდება,რა შეუძლია მოსწავლეს,რა შეუძლია სტუდენტს… რომ მოსწავლეს ათსაათიანი სამუშაო დღე არ ჰყოფნის, – ბევრს ვასწავლით და ზერელად”. – (ავტორი გენია.ჯი)