რატომ მოგვაგონებს ვარლამ ჩერქეზიშვილი კინოფილმ – “ფესვების” მთავარ გმირს?!
დიდმა ქართველმა მამულიშვილმა – ვარლამ ჩერქეზიშვილმა (1846-1925 წლები),თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სამშობლოდან მოწყვეტილმა,დევნილობაში გაატარა და უცხო ქვეყანაშივე (ინგლისი) ჰპოვა აღსასრული. (ავტორი გენია.ჯი) სამშობლოდან გადახვეწილ ცარიზმის მოსისხლე მტერსა და მოხუცს,რომელსაც მძიმე და ტანჯული ცხოვრება ჰქონდა განვლილი,მშობლიური ენაც კი დავიწყებოდა,რადგან საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი.სიკვდილის წინ,თითქმის აგონიაში მყოფს გონება გაეხსნა: ქართული ენა გაიხსენა (გასაოცრად წმინდათ ამეტყველდა ქართულად) და მშობლიურ ენაზე ამეტყველდა (ისე გარდაიცვალა,რომ სხვა ენაზე აღარ უსაუბრია).გარდა ამისა,გაიხსენა თავისი სამშობლო,ნაცნობ-მეგობრები და მშობლები.ეროვნებით ნიდერლანდელ მეუღლეს – ფრიდასაც,რომელსაც ქართულის არაფერი გაეგებოდა,ლაპარაკი ქართულ ენაზე დაუწყო.იგი მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა და თავის სათქმელს თარჯიმნის საშუალებით აგებინებდა ოჯახის წევრებს.უჩვეულო ამბავი მოხდა მოხუცის სულსა და გონებაში.მთელს მის არსებაში პროტესტის გრძნობა წარმოიქმნა ყოველივე უცხოს მიმართ და სიკვდილის წინ ის შინაგანად კვლავ სამშობლოს და მშობელ მხარეს დაუბრუნდა,რომელსაც სულითა და გულით ეკუთვნოდა.იგი მხოლოდ ფიზიკურად იყო უცხოეთში.მან ერთი ხელის მოსმით უარყო წლების მანძილზე ჩვეული ცხოვრება.ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,ვარლამი თავს საქართველოში გრძნობდა,ებაასებოდა იქ დარჩენილ მეგობრებს,იგონებდა ბავშვობას,ერთი სიტყვით რომ ვთქვათ,ოცნებებში სცურავდა.მიხეილ ჯავახიშვილთან შეხვედრისას განაცხადა,რომ საქართველოში წასვლას ეტრფოდა,მაგრამ იმდენად მოქანცული გახლდათ ავადმყოფობით,რომ ნატვრა ნატვრადვე დარჩა.ცნობილია,რომ როდესაც ვარლამი გარდაიცვალა,მისი ცხედარი დაწვეს.საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა ანდერძად დაიბარა,რომ მისი ფერფლი ქართულ მიწას მიბარებოდა…