იცით თუ არა,რომ

1. აშშ-ი,კერძოდ არიზონას შტატის ქალაქ მოუჰეივ ქაუნთიში – საპნის ქურდობაზე დაჭერილი პიროვნება ვალდებულია,მანამ დაიბანოს ხელები მის მიერ მოპარული საპნით,სანამ ის სრულიად არ დაილევა. – (ავტორი გენია.ჯი)

2. ერთადერთი მწერი,რომელსაც თავის მობრუნება შეუძლია – კალიაა.

3. ბანანი – ინდუსებში იმთავითვე რიტუალურ საკვებ პროდუქტად მიიჩნეოდა და მამაკაცის პოტენციასა და თვისებებთან ასოცირდებოდა.

4. ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ვიქტორიის შტატში ელექტრო ნათურის გამოცვლის უფლება,თუნდაც საკუთარ სახლში,მხოლოდ და მხოლოდ იმ ელექტრიკოსებს გააჩნიათ,რომლებსაც სპეციალური ლიცენზია გააჩნიათ.

5. თამბაქოს მავნებელი თვისებების შესახებ პირველი წარწერა სიგარეტის კოლოფებზე 1966 წლიდან გამოჩნდა.

6. ძვ.წ.აღ-ით 1220 წელს ჩინეთის იმპერატორმა – ვუ ვენგმა გამოსცა ედიქტი,რომლის თანახმადაც სიკვდილით ისჯებოდა ყველა ის ადამიანი,რომელსაც მთვრალს წააწყდებოდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

7. ჩინეთში მოქმედი კანონის თანახმად,უნივერსიტეტებში ჩაბარება მხოლოდ გონებრივად განვითარებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.

8. უძველესი პერიოდის იაპონიაში,სტომატოლოგები პაციენტებს კბილებს – შიშველი ხელით უღებდნენ.

9. გენიალური ჩინელი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის – კონფუცის (ძვ.წ.აღ-ით 551-479 წლები) მფლობელობაში მყოფ უნიკალურ ბიბლიოთეკაში სხვა უამრავ წიგნთან ერთად, 600 ტომი წიგნი “ყვავილების მეფედ” წოდებულ – ვარდს ეძღვნებოდა.

10. სამხრეთ კორეაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,ერთი გვარის მქონე ადამიანებს ერთმანეთზე დაქორწინება კატეგორიულად ეკრძალებათ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>