ლეონარდო და ვინჩი – “ეპიზოდი”
აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი არქიტექტორისა და გამომგონებლის - ლეონარდო და ვინჩის (1452-1519 წლები) ერთ-ერთ გატაცებასა და შეიძლება ითქვას – ჰობს,კულინარია და მაგიდის გაფორმების ხელოვნება წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ლეონარდო მილანში 13 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ამა თუ იმ მილანელი დიდებულის სასახლის კარზე გასამართი ნადიმების სუფრების გაფორმებას და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა აღნიშნულ საკითხში.მან გამოიგონა რამდენიმე კულინარიული ინსტრუმენტი,რომლითაც მზარეულებს ერთი ორად შეუმსუბუქა შრომა.გარდა ამისა,და ვინჩიმ შექმნა ორიგინალური კერძი,რომელსაც სახელად – “ლეონარდოსაგან” უწოდა,და რომელიც წვრილად დაჭრილი ხორცისა და სხვადასხვა სახეობის ბოსნეულისაგან მზადდებოდა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ დროთა განმავლობაში ლეონარდოს მიერ გამოგონებული კერძი მილანელი დიდებულების სუფრების განუყრელ თანამგზვარად იქცა. – (ავტორი გენია.ჯი)