როგორ ებრძოდა მეხიკო ალკოჰოლიზმს? – “ეპიზოდი”
XX საუკუნის 30-იან წლებში მექსიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ მეხიკოში ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ერთი მეტად უჩვეულო წესი მოქმედებდა. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,პოლიციას უფლება გააჩნდა ქუჩაში მწოლიარე მთვრალი ადამიანები გამოსაფხიზლებელში გადაეყვანათ,მათი გამოსაფხიზლებელში გადაყვანის პროცესს კი ამ საქმისათვის სპეციალურად აყვანილი კინოოპერატორები იღებდნენ.იმ შემთხვევაში,თუკი ეს ქმედება პირისათვის პირველი შემთხვევა იყო,მაშინ გამოფხიზლებულს მხოლოდ თავად აყურებინებდნენ წინა დღით მასზე გადაღებულ დოკუმენტურ კადრებს,ხოლო თუკი მეორე შემთხვევა,მაშინ კადრებს მის ოჯახსა და სანათესავოს დემონსტრაციულად უჩვენებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)