რომის პაპი – ფრანცისკე ამბობს…
“ციხეებს არ შეუძლია დანაშაულის დამარცხება.მისი დამარცხების შანსი მხოლოდ რწმენას გააჩნია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მე ვისურვებდი ღარიბ ეკლესიას,რომელიც ღარიბების სამსახურშია”.
* * *
“სრულყოფილი ოჯახი არ არსებობს,ისევე როგორც სრულყიფილი ქმარი ან ცოლი.ყველანი ხომ ცოდვილები ვართ”.
* * *
“პაპის ზეკაცად წარმოდგენა ჩემთვის შეურაცხმყოფელია.პაპი არის კაცი,რომელიც სხვებივით იცინის,ტირის და ჰყავს მეგობრები”.
* * *
“ღმერთს არ ეშინია სიახლის! ამიტომაცაა,რომ ის გამუდმებით გვაცვიფრებს,აღებს ჩვენი გულების კარს და მოულოდნელი გზებით მიგვიძღვის”.
* * *
“ეკლესია საველე ჰოსპიტლად უნდა ვაქციოთ,სადაც ყველა “დაჭრილს” ერთნაირად ვუმკურნალებთ,იმისდა მიუხედავად,თუ რომელ მხარეს იბრძოდა იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყველანი ღმერთმა შეგვქმნა და ღმერთისთვის ყველა ერთნი ვართ”.
* * *
“კათოლიკე ღმერთი არ არსებობს”.
* * *
“მსოფლიო ისე არასოდეს განიცდიდა ღმერთის საჭიროებას,როგორც დღეს”.
* * *
“ღმერთი არავის ტოვებს.მას ყველა უყვარს და ყველას ეძებს”.