ჰიუგოს გამოსათხოვარი სიტყვა ბალზაკისადმი…
როდესაც გენიალური ფრანგი მწერალი და ევროპულ ლიტერატურაში რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი – ონორე დე ბალზაკი კვდებოდა,მის სარეცელთან ასევე გენიალური ფრანგი მწერალი და მომაკვდავის მეგობარი – ვიქტორ-მარი ჰიუგო იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ჰიუგომ წარმოთქვა იმ უიღბლო მეგობრისადმი გამოსამშვიდობებლი სიტყვა მის საფლავთან,რომელმაც თავის სიცოცხლეში ვერც ოჯახი შექმნა; ქალებს თხოულობდა,უარი უთხრეს; სახლი აიშენა – ვალში აუწერეს და წაართვეს; გაზეთები დააარსა – დაუხურეს; რა წამოწყებაშიც კი ჩაერთო – არ გამოუვიდა; თავისი ქვეყნის პარლამენტში ცდილობდა ადგილის მოპოვებას – არ აირჩიეს; აკადემიაში შეიტანა თავისი კანდიდატურა – უკუაგდეს და ასე შემდეგ…
აქვე გაგაცნობთ ჰიუგოს გამოსათხოვარ სიტყვას ბალზაკისადმი:
” – მისი სიცოცხლე იყო ხანმოკლე,მაგრამ სავსე,უფრო მდიდარი ქმნილებებით,ვიდრე დღეებით.ახ,ეს ძალგულოვანი,დაუღალავი მაშვრალი,ეს ფილოსოფოსი,ეს მოაზროვნე,ეს პოეტი,ეს გენია,ჩვენს შორის რომ ცხოვრობდა ქარიშხლებსა და შეხლაში,რაც ყოველი დროის დიდი ადამიანის ხვედრია,ახლა ჩვენს თვალწინვე ჩაესვენა.მშვიდად ისვენებს.ახლა ის ამაღლებულია მეტოქეობასა და მძულვარებაზე.მან ერთსა და იმავე დღეს შედგა ფეხი სამარესა და უკვდავებაში…” – (ავტორი გენია.ჯი)
ვიქტორ-მარი ჰიუგოს ბიუსტი