ტროლეიბუსის შექმნის სათავეებთან…
ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა საქალაქო ტრანსპორტის საშუალება – ტროლეიბუსი,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს მრავალადგილიან ურელსო ელექტრულ სამგზავრო მანქანას,პირველად შექმნილი იქნა გერმანიაში. (ავტორი გენია.ჯი) იგი გამოგონებული იქნა ცნობილი გერმანელი ინჟინრის,გამომგონებლისა და გერმანული ტრანსნაციონალური კონცერნის – “Siemens”-ის ფუძემდებლის – ვერნერ ფონ სიმენსის (1816-1892 წლები) მიერ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ტროლეიბუსის შექმნის იდეა ვერნერმა ინგლისში მაცხოვრებელი ინჟინერი ძმისაგან – კარლ ვილჰელმ სიმენსისაგან მიიღო.მან 1881 წლის 18 მაისს ინგლისის სამეფო-სამეცნიერო საზოგადოების ოცდამეორე სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას სრულიად ახალ,ინოვაციურ სატრანსპორტო საშუალებზე – ტროლეიბუსზე გააცნო ინფორმაცია.თუმცა,ინგლისელი მეცნიერები დიდად არ მოუხიბლავს და არ დაუინტერესებია კარლის იდეას.შედეგად,ტროლეიბუსის შექმნის სათავეებთან არა ინგლისელები,არამედ გერმანელები აღმოჩნდნენ.პირველი ექსპერიმენტალური სატროლეიბუსო ხაზი გახსნილი იქნა 1882 წელს ბერლინის სიახლოვეს მდებარე ჰალენზეში.მისი სიგრძე სულ რაღაც 540 მეტრი გახლდათ და მოქმედებდა 1882 წლის 29 აპრილიდან 13 ივნისის ჩათვლით პერიოდებში. (ავტორი გენია.ჯი)
ვერნერ ფონ სიმენსი
კარლ ვილჰელმ სიმენსი