მოჰანდას კარამჩანდ “მაჰათმა” განდი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერსა და ინდოელი ხალხის სულიერ წინამძღოლს - მოჰანდას კარამჩანდ განდის (1869-1948 წლები) – “მაჰათმა”,ანუ – “დიდსულოვანი”,გენიალურმა ინდოელმა მწერალმა,პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ – რაბინდრანათ თაგორმა უწოდა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ “სატიაგრაჰას” (დამოუკიდებლობისთვის არაძალადობრივი ბრძოლის ორი ფორმა ინდოეთში ინგლისის კოლონიალური ბატონობის პერიოდში: არაკოოპერაცია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა) ერთობ თავმდაბალი თვისებებით სახელგანთქმულმა ფუძემდებელმა,თაგორის მიერ წოდებული – “მაჰათმა” მისთვის შეუფერებელ სახელად მიიჩნია და განაცხადა,რომ იგი არ იმსახურებდა ასეთ სახელს,რადგან ასეთი სახელწოდების ღირსეულ კანდიდატად საკუთარ თავს არ მიიჩნევდა.მიუხედავად ამისა,მადლიერმა ინდოელმა ხალხმა თავის კუმირს,მაინც – “მაჰათმა”,ანუ “დიდსულოვანი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)