კირიონ II-ის სიტყვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნისას…

1918 წლის 26 მაისს – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს,თბილისში გაიხსნა წმიდა ტაძარი ღვთივკურთხეული ქართული სულისა და სინდისისა – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. (ავტორი გენია.ჯი) ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას სხვა ცნობილ ქართველებთან ერთად,სიტყვა მიუძღვნა ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ სრულიად საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა - კირიონ II-მაც,რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:

“ცოდნის და მეცნიერების მიმდევარნო! დღეს შევიკრიბენით ამ წმიდა ტაძარში,რომ გამოვითხოვოთ ღვთისგან კურთხევა ქართული უნივერსიტეტის გახსნისათვის.ამ ძვრა-რყევა და სიყმილის დროს ჩვენ შესაძლოთ დავინახეთ საძირკველი ჩავუყაროთ ქართულ მაღალ კულტურულ დაწესებულებას,რომელმაც უნდა შეიტანოს მეცნიერების შუქი ჩვენი ხალხის ცხოვრებაში და რომელიც შეადგენს ჩვენი ხალხის სიამაყეს.ეხლა თქვენს ხელშია,ბატონო პროფესორნო,ბედ-იღბალი ამ მაღალი სამეცნიერო ტაძრისა.ჩვენი გული ივსება სიხარულით,რომ სიბრძნეს,რომელიც დაუსრულებელია,ვნერგავთ ამიერიდან ჩვენს ხალხში.იმ დღესაც მოვესწარით,რომ ქართულ უნივერსიტეტს ვხსნით.განა ამ ორიოდ სამი წლის წინად შეგვეძლო ამის წარმოდგენა? ჩვენი გენიოსის ნათქვამისა არ იყოს: “კეთილმან სძლია ბოროტსა,არსება მისი გრძელია”. (ავტორი გენია.ჯი)

ვგონებ,შემთხვევით არ მოხდა ქართული უნივერსიტეტის გახსნა დღევანდელ დღეს,როდესაც ჩვენი ეკლესია დღესასწაულობს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლს.მან აღადგინა ეკონომიურად საქართველო,გააძლიერა და დანერგა კულტურაც.განურჩევლად ხალხოსნობისა და სარწმუნოებისა,იგი მფარველობას უწევდა მეცნიერებას.აავსო მეცნიერი ხალხით თავისი სასახლე,რომელიც წარმოადგენდა სამეცნიერო აკადემიას და მან პირველმა ქართველ გვირგვინოსანთა სორის ჩაჰყარა მკვიდრი საძირკველი იყალთოს მონასტერში.

ლტოლვილებამ სინათლისადმი,ცოდნის წყურვილმა და ჭეშმარიტების სიყვარულმა შეჰკრიბა დღეს აქ აუარებელი ხალხი.კაცი შექმნილია სინათლისათვის და თვით ბუნებისაგან ჩანერგილია მასში ღვთიური ნიჭი – ძიება ჭეშმარიტებისა,რომელიც ჰქმნის კაცს თავისუფლად.გილოცავთ ჩვენი პირველი უნივერსიტეტის ხელმძღვანო და ვისურვებ ჩვენი საზოგადო საქმის წარმატებას,საკეთილდღეოდ ჩვენი ერისა.განათლებით ირჩევა კაცი კაცისაგან.იგი ფასდაუდებელი საუნჯეა,რომლის შეძენას ბევრი დრო,მოთმინება და ცდა უნდა.განათლებას ფასი და მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ აქვს,როცა მას რიგიანად გამოვიყენებთ.

სარწმუნოება არასდროს მტრულად არ უცქეროდა მეცნიერებას და ამიტომ იგი მუდამ ეკედლებოდა სარწმუნოებას.მაგალითად,ქალდეაში,ასურეთში,მისრეთში,ბიზანტიაში და სხვა მრავალ ქვეყნებშიც ქურუმები მუდამ ესარჩლებოდნენ მეცნიერებას და თვითონაც ერთადერთი მისი წარმომადგენლები იყვნენ.ქრისტიანობის ხანას,როდესაც მან მიიღო სარწმუნოებრივი უფლება,თავშესაფრად ჰქონდა ქრისტიანული მონასტრები,რომლებშიც გაჩაღებული იყო სწავლა-განათლება.ნამდვილ სამეცნიერო კერებს წარმოადგენდნენ ჩვენი ლავრები და მონასტრები: დავით გარეჯის ფიბაიდა,იოანე ნათლისმცემელის უდაბნო,იყალთო,გელათი და სხვა.სასუალო საუკუნეებში,როდესაც მეცნიერებას დაუდგა მეტად ბნელი ხანა,როდესაც მისი არსება ბეწვზე ეკიდა და ყველას ეგონა,რომ მისი შუქი სამუდამოდ ჩაქრებოდა,მხოლოდ ბერების მოღვაწეობით არ ჩაქრა იგი: ფილოსოფიის ქვის ძებნის გამო ბერებმა ბევრი რამ კაცობრიობისათვის სასარგებლო აღმოაჩინეს,გამოიგონეს და მათ მეცნიერება დაიფარეს.

სულით და გულით ვისურვებ,რომ ამ ჩვენს ქართულ ნორჩ უნივერსიტეტში მალე გახსნილიყოს ყველა განზრახული ფაკულტეტი და მიჰმატებოდეს მას საღვთისმეტყველო ფაკულტეტიც,როგორც ეს დასავლეთ ევროპაში არის მოწყობილი.იყავნ,იყავნ,ამინ!” – (ავტორი გენია.ჯი)

P.S. კირიონ II-ის სიტყვით გამოსვლის შემდეგაც იყო მრავალი ქართველი საზოგადო მოღვაწის სიტყვით გამოსვლა,მათ შორის თბილისის სახელმწიფფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის – პეტრე მელიქიშვილისა. და არც ერთი სიტყვა თვითონ უნივერსიტეტის მთავარი დამაარსებლის და სულისჩამდგმელის,პროფესორ – ივანე ჯავახიშვილისა.

(საკვირველ არიან,უფალო,საქმენი შენნი!) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>