ლევან სანიკიძე წუხდა…
„ქართველებს ხშირად, ძალიან ხშირად და ხანგრძლივად, ხანგრძლივად და საბედისწეროდ, ავიწყდებათ, რომ ქართული მიწის საკითხი უწინარეს ყოვლისა სწორედ პოლიტიკური შინაარსითაა დატვირთული; ხოლო „პოლიტიკური” ამ შემთხვევაში ერის ეროვნული ყოფნა-არყოფნის საკითხს გულისხმობს. ქართველები ქართულ ტერიტორიას ძალიან იოლად იმეტებენ, თეთრი კბილით თუ შავი გულით მოწოლილ უცხო ტომთათვის. ოდითგანვე ასე მოსდგამდათ „უცხოთ და სტუმართ მოყვარეებს” (ვახუშტი ბატონიშვილის შეფასებით).
ქართული მიწა კი, ბუნებით ფრიად ნაყოფიერი, არნახულ ნაყოფიერებას იჩენს უცხო თესლის აყვავებისა და გამრავლებისათვის.
და, ბოლოს და ბოლოს, საქმე ზოგჯერ იქამდისაც მიდის, რომ ქართველს საქართველოს გადარჩენა უჭირს თვითონ საქართველოში!..” – (ავტორი გენია.ჯი)