ჯოზეფ ანრი ბლექბერნი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ უძლიერეს ინგლისელ მოჭადრაკეს - ჯოზეფ ანრი ბლექბერნს (1841-1924 წლები),რომელსაც ისეთი უძლიერესი მოჭადრაკეც კი ჰყავდა დამარცხებული,როგორიც გახლდათ გერმანელი მსოფლიო ჩემპიონი – იმანუელ ლასკერი,ერთობ უცნაური ზედსახელით მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ბლექბერნს – “შავ სიკვდილს” უწოდებდნენ და ამის მიზეზი გახლდათ ის,რომ იგი ყოველი საჭადრაკო პარტიის თამაშისას,მოწინააღმდეგის წინააღმდეგ – შავი პიჯაკითა და ძველი შავი ცილინდრით ცხადდებოდა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,თავისი საჭადრაკო პარტიების უდიდესი ნაწილი,სწორედ შავი ფერის ფიგურებით მოიგო. (ავტორი გენია.ჯი)